სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა
„სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა“ (შვედ. Karlsson på taket flyger igen) — რიგით მეორე წიგნი კარლსონის შესახებ ზღაპრების სერიაში. მისი ავტორია ასტრიდ ლინდგრენი.
„სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა“ | |
---|---|
Karlsson på taket flyger igen | |
![]() წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა | |
ავტორი | ასტრიდ ლინდგრენი |
ილუსტრატორი | ილონ ვიკლანდი |
ქვეყანა | შვედეთი |
ენა | შვედური |
თემა | მეგობრობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Rabén & Sjögren |
გამოცემის თარიღი | 1962 |
წინამორბედი | „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ |
მომდევნო | „სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს“ |
სიუჟეტი
რედაქტირებაბიჭუნა ბრუნდება სოფლიდან, სასკოლო არდადეგების შემდეგ. მისი ოჯახის წევრები იძულებულები არიან, გაემგზავრონ სხვადასხვა მიზეზით. სახლში რჩება ფრეკენ ბოკი - მკაცრი შინაბერა ქალბატონი, რომლის მორჯულებას საკუთარ თავზე კარლსონი იღებს. თავდაპირველად იგი მას ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნის, თითქოს სახლში ნამდვილი მოჩვენება ცხოვრობს და შეშინებული ’’შინამტანჯველი’’ (ასე მას უწოდებს კარლსონი) ტელევიზიის მისამართით აგზავნის წერილს, რომელშიც სთავაზობს, გადაიღონ სპეციალური გადაცემა ამ მოვლენის შესახებ. ამასთან მას ამოძრავებს კონკურენციის ფაქტორი - მის დას, ფრიდას, ასევე სწამს მოჩვენებების არსებობის და ირწმუნება, რომ მასთან ასევე სტუმრობდნენ მოჩვენებები.
მაგრამ მოგვიანებით ნათელი ხდება, თუ ვინ აშინებდა ფრეკენ ბოკს. კამათისა და ჩხუბის შემდეგ, ’შინამტანჯველი’ პოზიციებს თმობს და, ნაწილობრივ არბილებს საკუთარ ხასიათს. ტელევიზიიდან სტუმრად მოსული თანამშრომელი კი დიდ ინტერესს იჩენს მის მიერ მომზადებული სოუსის მიმართ (რომელსაც კარლსონი საწამლავს ადარებს) და ფრეკენ ბოკს ტელეეკრანზე მოხვედრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს - კულინარიულ გადაცემაში სოუსის წარდგენით. შინ დაბრუნებულ ოჯახთან ერთად კარლსონი ერთ-ერთ საღამოს სწორედ ამ გადაცემას უყურებს.
ადაპტაციები
რედაქტირებაანიმაციური ფილმები
რედაქტირება- „კარლსონი დაბრუნდა“ (სსრკ), 1970
- „სახურავის ბინადარი კარლსონი“ (შვედეთი—გერმანია), 2002.
მხატვრული ფილმები
რედაქტირება- „მსოფლიოს საუკეთესო კარლსონი“ (შვედეთი, 1974), (შვედეთი—გერმანია, 4 სერია)
ტელესპექტაკლი
რედაქტირება- „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ (შ/გ „ეკრანი“ და მოსკოვის სატირის თეატრი, 1971)
რადიოდადგმები
რედაქტირება- „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, 1958.