შინაური ვირი
(გადამისამართდა გვერდიდან სახედარი)
შინაური ვირი, ასევე ცნობილია როგორც სახედარი (ლათ. Equus africanus asinus) — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენის გვარისა. აფრიკული ველური ვირის ქვესახეობა. შინაური ვირის ჯიშის ორი ჯგუფი არსებობს:
- აფრიკისა და აზიის ადგილობრივი ტანმორჩილი (მ. შ. ყაზახური, შუა აზიისა და კავკასიური) და ტანადი ვირი (მ. შ. ჩინური, შანდურის ვირი);
- კულტურული ვირის ჯიშები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ, ჯორის გამოსაყვანად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პუატუური (საფრანგეთი), კატალონიური (ესპანეთი) და ამერიკული ვირები.
შინაური ვირი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Equus africanus asinus | |||||||||||||||||||
|
ვირს სასაპალნე და შესაბმელ პირუტყვად იყენებენ. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე. ვირს საშუალოდ შეუძლია ზურგით 70-80 კგ-მდე ტვირთის გადატანა, საზიდრით კი — 2,5 ტ-მდე. ვირს სამუშაოდ 2 წლიდან იყენებენ. საქართველოში (კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, აფხაზეთში) გავრცელებული ვირი ტანად პატარაა, სიმაღლით 95 სმ. მოვლა-კვების მიმართ ნაკლებმომთხოვნია, გამძლე და ამტანია, იშვიათად ავადდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობალაია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 418.