საჭადრაკო ოლიმპიადა 1952

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

10 - 31 აგვისტო 1952 ჰელსინკი, ფინეთი

ჰელსინკის ოლიმპიადა ბევრად აღემატებოდა თავის წინამორბედს. ჯერ ერთი ტურნირს დაუბრუნდნენ უნგრელები, ჩეხები და პოლონელები. მეორე და მთავარი: ჰელსინკიში დებიუტი ჰქონდა საბჭოთა მოჭდრაკეებს. ყოველივე ამან დამატებითი ინტრიგა შესძინა ტურნირს. პირველ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მესამე ქვეჯგუფში ფინელებმა შესძლეს ნიდერლანდელების და პოლონელების მთავარი ფინალის მიღმა დატოვება. ამავე ქვეჯგუფის ბოლო ტურში დიდი ინტერესი გამოიწვია სსრ კავშირისა და აშშ-ის მატჩმა. გუნდებმა თავისი ლიდერები დაასვენეს (სამუელ რეშევსკი და პაულ კერესი) და ისე შეებნენ ერთმანეთს. სმისლოვმა და ბოლესლავსკიმ გამარჯვება მოუტანეს თავის გუნდს.

ფინალურ ტურნირში თავიდან ოლიმპიური ჩემპიონები, იუგოსლავიელი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ. ოთხი ტურის შემდეგ მათ 10,5 ქულა ჰქონდათ. საბჭოელებს ამ დროისათვის კი მხოლოდ 7 (და ერთი მატჩით ნაკლები). მეხუთე ტურში ფრედ დამთვრდა იუგოსლავია დამარცხდა არგენტინასთან. საბჭოელებმა კი ვერ შეძლეს ჩეხების დამარცხება. მეექვსე ტურის წინ იუგოსლავიის გუნდს 12 ქულა ჰქონდა, ამერიკელებს და უნგრელებს - 10,5, ჩეხებს - 10 და საბჭოელებს - 9. მეექვსე ტურში გაიმართა ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი: იუგოსლავია - სსრკ. სმისლოვის მოგებას მეორე დაფაზე, ტრიფუნოვიჩმა ასევე მოგებით უპასუხა მესამეზე და გუნდები მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს. საბჭოთა მოჭადრაკეებს მართლია ერთი მატჩი ჰქონდა თადარიგში, მაგრამ სამი ქულით ჩამორჩენა არც ისე იოლი აღმოსაფხვრელი იყო. მეშვიდე ტურში სხვაობა ლიდერთან ერთი ქულით შემცირდა და ორ ქულამდე დავიდა. ამის აღმოფხვრა უკვე მერვე ტურში შეიძლებოდა გერმანიის ნაკრებთან. ასეც მოხდა. საბჭოელებმა მხოლოდ ნახევარი ქულა დაუთმეს გერმანელებს და ქულანახევრით გაასწრეს იუგოსლავიელებს, რომლებიც ამ ტურში ისვენებდნენ. მეცხრე ტურის წინ სსრ კავშვრის გუნდს 18 ქულა ჰქონდა, აშშ-ს - 17 (და ტურნირი დასრულებული) იუგოსლავიელებს და არგენტინელებს 16,5 ქულა თითოეულს. ბოლო ტურში საბჭოთა ნაკრებმა შვედები დაამარცხა, 3-1, და დამსახურებულად მოიგო ოლიმპიადა. ასევე სამი ქულა აართვეს სიჩქარეაკრეფილმა არგენტინელებმა (მათ ბოლო ოთხ ტურში 16-დან 12,5 ქულა აიღეს) უნგრელებს, რამაც მათ მეორე ადგილი მოუტანა. იუგოსლავიელებმა მხოლოდ 2,5 ქულა მოაგროვეს ფინელებთნ შეხვედრაში და მესამე ადგილს დასჯერდნენ. ჩეხებმაც მეტად საჭირო სამი ქულა მოიპოვეს გერმანელებთნ შეხვედრაში და ამერიკელები მეხუთე ადგილამდე ჩამოაქვეითეს.

საბჭოთა ნაკრების გამარჯვება კანონზომიერი იყო. მართლია კერესის შედეგი პირველ დაფაზე, სრულად არ შეესაბამებოდა მის კლასს, მაგრამ სამაგიეროდ ბრწყინვალედ გაისარჯნენ ვასილი სმისლოვი, დავით ბრონშტეინი, ეფიმ გელერი და ისააკ ბოლესლავსკი. სხვა მოჭადრაკეებიდან აღნიშვნის ღირსია მიგელ ნაიდორფი, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო პირველი დაფა.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

მონაწილეობდა 24 ქვეყნის 25 ნაკრები გუნდი (დასავლეთ გერმანია ორი გუნდით იყო წარმოდგენილი, გერმანია და საარი). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები სამ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ X-XVIII და XIX-XXV ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XIX-XXV ადგილები

19.  ბრაზილია - 18,5 20.  საბერძნეთი - 13,5 21.  ნორვეგია - 13 22.  შვეიცარია - 13 23.  ისლანდია - 12,5 24.  გერმანია (საარი) - 12,5 25.   ლუქსემბურგი - 1

  • X-XVIII ადგილები

10.  ნიდერლანდები - 21 11.  ისრაელი - 19,5 12.  პოლონეთი - 16,5 13.  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა - 16,5 14.  დანია - 16 15.  კუბა - 15 16.  ინგლისი - 14 17.  ავსტრია - 13 18.  იტალია - 12,5

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

პაულ კერესი 6,5 (+3=7-2), ვასილი სმისლოვი 10,5 (+8=5-0), დავიდ ბრონშტეინი 8 (+7=2-1), ეფიმ გელერი 10,5 (+8=5-1), ისააკ ბოლესლავსკი 7 (+6=2-0), ალექსანდრე კოტოვი 2 (+1=2-0)

მიგელ ნაიდორფი 12,5 (+11=3-2), ხულიო ბოლბოჩანი 9 (+4=10-0), ერიკ ელისკაზესი 6 (+4=4-2), ჰერმან პილნიკი 9,5 (+6=7-1), ნესტორ დეკიუ როსეტო 8 (+8=0-2)

სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+6=7-2), ბრასლავ რაბარი 8 (+5=6-1), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7 (+3=8-2), ვასია პირცი 5,5 (+2=7-1), ანდრია ფუდერერი 3,5 (+2=3-0), ბორისლავ მილიჩი 4 (+3=2-0)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება

შენიშვნა: საუკეთესოები ვლინდებოდა მხოლოდ ფინალური (I-XVI ადგილები) ტურნირის მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
მიგელ ნაიდორფი   არგენტინა 12,5 16 78,1
გედეონ შტალბერგი   შვედეთი 10 13 76,9
ლასლო საბო   უნგრეთი 10,5 14 75,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ვასილი სმისლოვი   სსრკ 10,5 13 70,8
ლოთარ შმიდტი   გერმანია 9 12 75,0
ბრასლავ რაბარი   იუგოსლავია 8 12 66,7
მესამე დაფა ქვეყანა %
დავიდ ბრონშტეინი   სსრკ 8 10 80,0
იან დონერი   ნიდერლანდები 10 13 76,9
რობერტ ბირნი   აშშ 10,5 15 70,0
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ჟენეკ კოტნაუერი   ჩეხოსლოვაკია 12,5 15 83,3,9
ეფიმ გელერი   სსრკ 10,5 14 75,0
ბოგდან სლივა   პოლონეთი 9 12 75,0
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ნესტორ დეკიუ როსეტო   არგენტინა 8 10 80,0
დენის მორტონ ჰორნი   ინგლისი 5,5 9 61,1
ვილფრიდ ლანგე   გერმანია 5 9 50,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ლუდვიგ რელშტაბი   არგენტინა 6,5 9 72,2
ისააკ გრუნფელდი   ინგლისი 7 10 70,0

შენიშვნა: მესამე ადგილი მეორე სათადარიგო დაფაზე არ გათამაშებულა, ვინაიდან დანარჩენ მოჭადრაკეებს არ ჰქონდა ნათამაშები პარტიების 50 %-ზე მეტი რაოდენობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება