საციხურის წმინდა გიორგის ეკლესია
საციხურის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (10,2 X 6,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის ფილებით. დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღოვანი შესასვლელებია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშებია. დასავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია, ჩრდილოეთით - ორი. ყველა სარკმელი თაღოვანია. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია პილასტრებით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით. სამხრეთ შესასვლელი მოჩარჩოებულის გლუვი ლილვებით. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 393.