საშინაო დავალება (ფილმი)
საშინაო დავალება (ინგლ. The Art of Getting By) — 2011 წლის ამერიკული რომანტიკული კომედიურ-დრამატული ფილმი. მონაწილეობენ — ფრედი ჰაიმორი, ემა რობერტსი, მაიკლ ანგარანო, ელისაბედ რიზერი, სემ რობარდსი, რიტა უილსონი და ბლერ ანდერვუდი. ფილმი წარმოადგენს რეჟისორ გევინ ვიესენის სადებიუტო ნაშრომს.[2] პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე, სახელწოდებით „საშინაო დავალება“.[3][4]
„საშინაო დავალება“ | |
---|---|
ოფიციალური პოსტერი | |
რეჟისორი | გევინ ვიესენი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | გევინ ვიესენი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ალეკ პურო |
ოპერატორი | ბენ კუჩინსი |
მონტაჟი | მოლი გოლდსტეინი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 84 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 4 მლნ დოლარი[1] |
შემოსავალი | 2 მლნ დოლარი[1] |
სიუჟეტი
რედაქტირებაჯორჯი (ფრედი ჰაიმორი) არის ხატვის ნიჭით დაჯილდოებული საშუალო სკოლის ინდივიდუალისტი მოსწავლე. მას სამყაროზე ნიჰილისტური შეხედულება აქვს, შედეგად კი საშინაო დავალებას არ ასრულებს და სკოლას ხშირად აცდენს. ამის გამო ჯორჯს სასწავლო ნაწილთან პრობლემები ხშირად ექმნება. ერთ დღეს ის სკოლის სახურავზე შეხვდება კლასელს, სალის (ემა რობერტსი), რომელიც სიგარეტს ეწევა. უეცრად სახურავზე მასწავლებელი ამოვა, რა დროსაც ჯორჯი სალის სიგარეტს გამოართმევს და სასჯელისგან იხსნის, რის შემდეგაც ისინი მეგობრდებიან. კარიერის დღეს ჯორჯი შეხვდება ახალგაზრდა ხელოვანს, დასტინს (მაიკლ ანგარანო), რომელიც მისი შთაგონების წყარო გახდება. ჯორჯი დასტინს სალისთან ერთად ეწვევა და აშკარა ხდება, რომ დასტინი სალით მოიხიბლება. სალი ჯორჯს ახალი წლის წვეულებაზე მიიწვევს, სადაც სალი თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად იცეკვებს, ხოლო ჯორჯი სასმელს დალევს, რის შემდეგაც გარეთ გადის, აღებინებს და იქვე ჩაეძინება. სალი მას თავის სახლში წაიყვანს და მისი საწოლის გვერდით დააწვენს. ისინი უფრო მეტად დაახლოვდებიან და ჯორჯი სკოლის საქმეებში უფრო აქტიურად ერთვება.
ვალენტინობის დღეს ისინი სავახშმოდ ერთად წავლენ და სალი ჯორჯის ეკითხება, თუ მასზე რას ფიქრობს. ჯორჯი შეკითხვებს თავს არიდებს, რა დროსაც სალი ეკითხება, მასთან სექსი თუ ექნება, რაც ჯორჯს გააოგნებს. სალი უკან იხევს და ამბობს, რომ ეს ხუმრობა იყო. ჯორჯი აშკარად განაწყენებულია და სახლში ადრე წასვლას გადაწყვეტს. ამ დღის შემდეგ ის სალის ზარებს არ პასუხობს და მას თავს არიდებს. ერთ დღეს სალი და დასტინი ქუჩაში ერთმანეთს გადააწყდებიან და მალევე თავიანთ ურთიერთობას აღადგენენ. ეს ჯორჯს ემოციურ ზიანს აყენებს, შედეგად კი საშინაო დავალებების შესრულებას შეწყვეტს და, საბოლოოდ, დირექტორის (ბლერ ანდერვუდი) კაბინეტში გამოიძახებენ. დირექტორი ჯორჯს არჩევანის წინაშე აყენებს: სკოლიდან გარიცხავენ, ან მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამოტოვებულ საშინაო დავალებებს შეასრულებს. ჯორჯს დედამისთან, ვივიანთან (რიტა უილსონი) და თავის მამინაცვალთან, ჯონთან (სემ რობარდსი) კამათი მოუვა, საპასუხოდ კი ჯორჯი გაამხელს, რომ ჯონი დედამისს სამსახურის შესახებ ატყუებდა. შედეგად, ისინი იჩხუბებენ. ამის შემდეგ ჯორჯი სალისთან მიდის და შესასვლელში მას კოცნის. სალიც კოცნით პასუხობს, თუმცა დასტინის მოსვლისთანავე უკან იხევს. გაბრაზებული და გულნატკენი ჯორჯი მათ ტოვებს და მიდის.
მომდევნო დილას, ჯორჯი დედამისს პარკში იპოვის. ის ეუბნება, რომ ჯონს ეყრება. ჯორჯი დედამისს ანუგეშებს და სალისთან ურთიერთობაზე ფიქრს იწყებს. სკოლაში ის გადაწყვეტს, რომ დავალებები აანაზღაუროს და მათ მომზადებას იწყებს. ხელოვნების მასწავლებელი მას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთ ნამუშევარს ითხოვს, თუმცა ეს ნამუშევარი გულწრფელი და რეალური უნდა იყოს. ჯორჯი დავალებებს შეასრულებს და საბოლოო გამოცდებს ჩააბარებს. ერთ დღეს ის სალისგან შეტყობინებას იღებს. ისინი ერთმანეთს ბარში ხვდებიან, სადაც სალი ეუბნება, რომ დასტინთან ერთად ევროპაში გადადის და გამოსაშვებ ცერემონიას არ დაესწრება. ჯორჯი მას ეუბნება, რომ უყვარს, რის შემდეგაც სალი მას თავის ბინაში წაიყვანს, სადაც ერთმანეთს კოცნიან. სალი მას ეუბნება, რომ მასაც უყვარს და პირობას აძლევს, რომ ერთ დღეს ერთად იქნებიან. ჯორჯი შესრულებულ სამუშაოს დირექტორს ჩააბარებს, რომელიც ეუბნება, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში გამოსაშვებ ცერემონიაზე მის სახელს გამოიძახებენ. ხელოვნების მასწავლებელი ჯორჯის ნამუშევრით აღფრთოვანდება. ჯორჯი ცერემონიას დაესწრება სალის მეგობრებთან და დედამისთან ერთად. სალი დასტინთან ერთად აეროპორტშია. ჯორჯის სახელს გამოაცხადებენ და დედამისი მას ტაშის დაკვრით გაამხნევებს. ამის შემდეგ ჯორჯი ხელოვნების საკლასო ოთახშია და თავის ნამუშევარს, სალის პორტრეტს, უყურებს. სწორედ ამ დროს ოთახში სალი შემოდის და მას უერთდება, რითაც ფილმი მთავრდება.
მსახიობები
რედაქტირება- ფრედი ჰაიმორი — ჯორჯ ზინავოი
- ემა რობერტსი — სალი ჰოუ
- მაიკლ ანგარანო — დასტინ მეისონი
- ალისია სილვერსტოუნი — მის ჰერმანი
- რიტა უილსონი — ვივიან სარჯენტი, ჯორჯის დედა
- ბლერ ანდერვუდი — დირექტორი ბილ მარტინსონი
- ელისაბედ რიზერი — შარლოტა შოუ
- სემ რობარდსი — ჯონ სარჯენტი, ჯორჯის მამინაცვალი
- მარკუს კარლ ფრანკლინი — უილ შარპი
- საშა სპილბერგი — ზოე რუბენშტეინი
- იარლატ კონროი — ჰარის მაკელროი
- ენ დაუდი — მისის გრაიმსი
წარმოება
რედაქტირებაფილმის გადაღებები დასრულდა ნიუ-იორკში 2010 წლის 23 აპრილს.[5]
საუნდტრეკი
რედაქტირებაფილმის საუნდტრეკი Rhino Records-მა 14 ივნისს CD დისკზე გამოუშვა, რომელზეც 12 მუსიკაა.[6][7]
- მუსიკების სია
- „We Will Become Silhouettes“ — The Shins
- „We Drink on the Job“ — Earlimart
- „Sally's Theme“ — ალეკ პურო
- „Sleep The Clock Around“ — Mates of State
- „This Momentary“ — Delphic
- „Christmas Break“ — ალეკ პურო
- „Winter Lady“ — ლეონარდ კოენი
- „The Skin of My Yellow Country Teeth“ — Clap Your Hands Say Yeah
- „Sally's Bedroom“ — ალეკ პურო
- „Spitting Fire“ — The Boxer Rebellion
- „Here“ — Pavement
- „The Trial of the Century“ — French Kicks
გამოსვლა
რედაქტირებაფილმის პრემიერა მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე 2011 წლის 23 იანვარს.[3] ფილმი Blu-ray-ის დისკებზე 2011 წლის 29 ნოემბერს გამოვიდა.
მიღებული შეფასებები
რედაქტირებაშემოსავალი
რედაქტირება„საშინაო დავალების“ შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში 1,4 მილიონ აშშ დოლარს შეადგინა, ხოლო სხვა ქვეყნებში — 0.6 მილიონს. შემოსავალმა ჯამში შეადგინა 2 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ბიუჯეტმა — 4 მილიონს.[1]
კრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირება2020 წლის ივნისის მონაცემებით, ფილმს Rotten Tomatoes-ზე 20%-იანი დადებითი შეფასება აქვს მიღებული, 112 მიმოხილვიდან საშუალო რეიტინგით — 4.27/10. საიტის შეფასებაში წერია: „სიტკომის დონის სენტიმენტალური არეულობა, რომელიც მზადდება ტიპური მანიაკალური საოცნებო გოგონასა და მოსაწყენი, საკუთარ თავში ჩაკეტილი გმირი ბიჭის ირგვლივ.“[8] ვებ-გვერდ Metacritic-ზე ფილმს 28 მიმოხილვაზე დაყრდნობით 36%-იანი დადებითი შეფასება აქვს მიღებული, რაც მეტყველებს „ზოგადად არახელსაყრელ შეფასებაზე“.[9] ფილმი „ტიპური თინეიჯერული დრამის“ ელემენტების ქონის გამო გააკრიტიკეს. კრიტიკოსებმა მიზანში ასევე ამოიღეს სცენარი, თუმცა მსახიობებმა ფრედი ჰაიმორმა და ემა რობერტსმა შესრულებული როლებისთვის დიდი აღიარება მოიპოვეს. ComingSoon.net-ის კრიტიკოსმა ედვარდ დაგლასმა აღნიშნა, რომ „ბიჭისა და გოგოს შეხვედრის ამბავი ქალაქ ნიუ-იორკში აქამდეც არაერთხელ გვინახავს... მაგრამ ვიესენს რაღაც უნიკალური შემოაქვს.“[10]
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებაწელი | ჯილდო | კატეგორია | ნომინანტ(ებ)ი | შედეგი |
---|---|---|---|---|
2011 | სანდენსის კინოფესტივალი | ამერიკული დრამა | „საშინაო დავალება“ | ნომინირებული[11] |
2011 | თინეიჯერთა კერპის დაჯილდოება | რჩეული კინომსახიობი: რომანტიკული კომედია | ემა რობერტსი | ნომინირებული[12] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 „საშინაო დავალება“ (2011). Nash Information Services, LLC. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2016 წ..
- ↑ გორდონ კოქსი (21 აპრილი, 2010 წ.). „რობერტსი და ჰაიმორი „საშინაო დავალებისთვის“ დაინიშნენ“. Variety. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2010 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 2011 წლის სანდენსის კინოფესტივალი: საშინაო დავალება. Sundance.Slated.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-16. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2012 წ..
- ↑ ფილმის სხვა პოსტერი ორიგინალი სახელწოდებით. დაარქივების თარიღია 25 თებერვალი, 2018 წელი.
- ↑ ჯეიმზ უაიტი (22 აპრილი, 2010 წ.). „ფრედი ჰაიმორს საშინაო დავალება აქვს“. Empire. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2016 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „საშინაო დავალების“ საუნდტრეკის დეტალები. Filmmusicreporter.com. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2012 წ..
- ↑ საშინაო დავალება (ფილმი) საიტზე Discogs.
- ↑ „საშინაო დავალება“ (2011 წ.). Rotten Tomatoes. Fandango. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2020 წ..
- ↑ „საშინაო დავალების“ მიმოხილვები. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2012 წ..
- ↑ ედვარდ დაგლასი. (2011 წლის ივნისი) „საშინაო დავალების“ მიმოხილვა. ComingSoon.net. CraveOnline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი, 2011 წ. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2011 წ..
- ↑ „2011 წლის სანდენსის კინოფესტივალი ნომინანტ ფილმებს ასახელებს“. sundance.org. 1 დეკემბერი, 2010 წ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი, 2011 წ. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2011 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „2011 წლის თინეიჯერთა კერპის დაჯილდოების ნომინანტები დაანონსდა: „ჰარი პოტერი“ „ბინდის“ წინააღმდეგ“. HuffPost. 29 აგვისტო, 2011 წ. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2018 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)