Pavement — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც სტოქტონში, კალიფორნიაში ჩამოყალიბდა 1989 წელს. ჯგუფის წევრები იყვნენ სტივენ მალკმუსი, (გიტარა, ვოკალი) მარკ აიბოლდი, (ბასი) სკოტ კანბერგი, (გიტარა, ვოკალი) სტივ ვესტი (დასარტყმელი საკრავები)და ბობ ნასტანოვიჩი. (დამხმარე ვოკალი, კლავიშები და სხვა ინსტრუმენტები) საწყის ეტაპზე ჩაფიქრებული იყო, რომ Pavement მხოლოდ ჩამწერი პროექტი იქნებოდა, ასე რომ, ჯგუფი თავდაპირველად ცოცხლად შესრულებასა და პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებდა, მაგრამ, პირველი მუსიკალური გამოშვებებით, ჯგუფმა "ანდერგრაუნდის" ყურადღება მიიპყრო. Pavement თანდათანობით უფრო დაიხვეწა და ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ხუთი სტუდიური ალბომი და ცხრა EP ჩაწერა. 1999 წელს წევრებმა ყურადღება სხვა პროექტებზე გადაიტანეს და ჯგუფი დაიშალა. ის კვლავ აღდგა 2010 წელს, რათა ჩაეტარებინა კიდევ ერთი ტურნე.

Pavement

Pavement-ი 1993 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სტოქტონი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი,
ინდი როკი
აქტიური 19891999, 2010
ლეიბლ(ებ)ი Drag City.
Matador.
Big Cat.
Pony Canyon.
Domino.
Flying Nun.
წევრები სტივენ მალკმუსი
ბობ ნასტანოვიჩი
სკოტ კანბერგი
სტივ ვესტი
მარკ აიბოლდი
ყოფილი წევრები გარი იანგი
ჯეისონ ფეივკსი
საიტი matadorrecords.com/pavement
Pavement ვიკისაწყობში

Pavement – მა მეინსტრიმში 1994 წელს შეაღწია სინგლით "Cut Your Hair" და მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან მოკლე დროის განმავლობაში გაგრძელდა, ჯგუფი მაინც წარმატებულად ითვლება. ჯგუფმა არ მიბაძა თავის "წინაპრებს" და არ გაწევრიანდა არც ერთ მსხვილ ლეიბლში. ის ძირითადად დამოუკიდებელ ლეიბლებში წევრიანდებოდა მთელი კარიერის განმავლობაში. Pavement ითვლება ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფად იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ოთხმოცდაათიან წლებში ამერიკაში აღმოცენდნენ. ზოგი კრიტიკოსი უფრო შორს მიდის და მას ოთხმოცდაათიანი წლების საუკეთესო ჯგუფადაც კი ასახელებს. მთელი კარიერის განმავლობაში Pavement – მა მრავალი მსმენელის გულის მოგება მოახერხა.

დასაწყისი, Slanted and Enchanted

რედაქტირება

Pavement 1989 წელს ჩამოყალიბდა როგორც სტუდიური პროექტი, სტივენ მალკმუსისა და სკოტ კანბერგის ინიციატივით. ამდროისთვის ჯგუფის სახელი იყო "S.M." და შემდეგ "Spiral Stairs." სადებიუტო გამოშვებები, Slay Tracks (1933-1969), Demolition Plot J-7, და Perfect Sound Forever მკვეთრად ლოუ ფაი სტილის იყო. ეს ნაწარმოებები ჩაიწერა სტოქტონის მკვიდრის, ყოფილი ჰიპის, გარი იანგის სახლის სტუდიაში. ეს უკანასკნელი დასარტყმელ ინსტრუმენტებზეც უკრავდა ამ ჩანაწერებისთვის. სიმღერების პირველად მოსმენის შემდეგ იანგმა თქვა, რომ სტივენ მალკმუსი იდიოტია, მაგრამ სიმღერების წერა გენიალურად შეუძლია. მას შემდეგ, რაც Slay Tracks გამოვიდა, იანგის ადგილი ჯეისონ ფეივკსმა დაიკავა. ამ დროისთვის ჯგუფი სიმღერებს უკვე ცოცხლადაც ასრულებდა. ერთი ტურისა და გართულებული ჩაწერის სეზონის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მალკმუსი და ფეივკსი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ, ასე რომ ჯგუფის დრამერი კვლავ იანგი გახდა.

ყველაზე მკვეთრი გავლენა Pavement – ზე ინგლისურმა როკ-ჯგუფმა The Fall მოახდინა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 1992 წელს მიცემულ ინტერვიუში კანბერგმა განაცხადა, რომ ისინი "უკრავდნენ" ჯგუფ The Replacements – ის მუსიკას. The Fall – ის ლიდერი მარკ სმიტი ამტკიცებდა, რომ Pavement იყო მისი ჯგუფის დაცინვა, რომ ახლადშექმნილი ჯგუფის წევრებს საკუთარ იდეები არ ჰქონდათ. The Fall – ის სხვა წევრები კი ჯგუფის მიმართ უფრო პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი.

1992 წლისათვის Pavement სრულფასოვანი ჯგუფი გახდა. მის შემადგენლობას შეემატა მარკ აიბოლდი, რომელიც ჯგუფის ერთ–ერთი ყველაზე პირველი "ფანი" იყო. ჯგუფს შეემატა ბობ ნასტანოვიჩიც, რომელიც იანგს ეხმარებოდა. პირველი სრულფასოვანი ალბომი, Slanted and Enchanted, ოფიციალურად 1992 წელს გამოვიდა, მაგრამ სიმღერები ამ ალბომიდან გამოშვებამდეც "ბრუნავდა" მსმენელებში. ალბომში კვლავ იგრძნობოდა The Fall – ის გავლენა. ამასთან პოსტ პანკ ჯგუფმა Swell Maps-მაც იმოქმედა ჯგუფის ნაწარმოებებზე. მოგვიანებით იმავე წელს ჯგუფმა EP გამოუშვა. სახელწოდებით Watery, Domestic

გარი იანგის წასვლა და Crooked Rain, Crooked Rain

რედაქტირება

პირველი ალბომის ტურის დროს გარი იანგი ახირებულად იქცეოდა. ის პომიდვრებს ესროდა მაყურებელს, ხელებზე დგებოდა, ბარბაცით ვარდებოდა დასარტყამი ინსტრუმენტის სკამიდან ან დარბოდა მაშინ, როდესაც ჯგუფის დანარჩენი წევრები უკრავდნენ. ამის გამო 1993 წლის ტურის დროს ჯგუფის წევრებმა კოპენჰაგენის ერთ–ერთ სასტუმროში შეხვედრა მოუწყვეს. ამ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები (ნასტანოვიჩის გამოკლებით) დუმდნენ. მხოლოდ ნასტანოვიჩი, იანგის საუკეთესო მეგობარი იმ დროისთვის, ეკამათებოდა ჯგუფის დრამერს. მისი თქმით იანგის თავზეხელაღებული საქციელი საჭირო არ იყო. საბოლოო ჯამში იანგმა ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი სტივ ვესტმა დაიკავა. ვესტის დებიუტი დრეგ სიტი ფესტივალზე შედგა 1993 წელს. იმავე წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო შიდსის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ალბომის ჩაწერაში. ალბომის სახელწოდება იყო "No Alternative." მასში შედიოდა Pavement – ის სიმღერა "Unseen Power of the Picket Fence".

მეორე ალბომი, Crooked Rain, Crooked Rain, 1994 წელს გამოვიდა. პირველი ალბომისაგან განსხვავებით, "Crooked Rain, Crooked Rain," უფრო მეტად ჯდებოდა კლასიკური როკის ჩარჩოებში. სინგლი Cut Your Hair, იყო Pavement – ის ყველაზე გახმაურებული სიმღერა. ის მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც გადიოდა " alternative rock radio" სა და MTV – ზე. ჯგუფის წევრებმა ეს სიმღერა შეასრულეს ჯეი ლენოს "ღამის შოუში." Cut Your Hair ასევე აჩვენეს ტელეგადაცემაში ბივისი და ბატ-ჰედი

ამ ალბომში აღსანიშნავია კიდევ ერთი სიმღერა, "Range Life." ის შეიცავს The Smashing Pumpkins - სა და Stone Temple Pilots - ს კრიტიკას. სტივენ მალკმუსი ამ სიმღერასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ტექსტი გადმოსცემს სიმღერის პერსონაჟის, დაბერებული ჰიპის თვალსაზრისს. მომავალში, ცოცხალი შესრულებების დროს მალკმუსი "Stone Temple Pilots" - ს ცვლიდა სხვა შემსრულებლების სახელებით, ( The Spice Girls, The Counting Crows და სხვა) მაგრამ "The Smashing Pumpkins" - ს ხელუხლებელს ტოვებდა. საპასუხოდ, ბილი ქორგანი, "Smashing Pumpkins" - ს ლიდერი, Pavement - ს დაემუქრა, რომ "Lollapalooza" - ს ფესტივალიდან მოხსნიდა. ქორგანი და მალკმუსი შემდეგი წლების განმავლობაში ერთმანეთთან ხშირად კამათობდნენ პრესის მეშვეობით.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pavement&oldid=3335774“-დან