საშაბურო
საშაბურო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
საშაბურო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაზალეთი |
კოორდინატები | 42°02′22″ ჩ. გ. 44°43′25″ ა. გ. / 42.03944° ჩ. გ. 44.72361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 61[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასაშაბურო „მცირე ქვეყანა“ იყო, რომელშიც შედიოდა სოფლები: ნაგლიანთკარი, ვარსიმაანი, ბუჩუკურები, ჩანადირთკარი და ლაზვიანი. ეს „მცირე ქვეყანა“ არაგვის საერისთავოში შედიოდა და მოხსენიებულია წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელში. 1635 წელს, დათუნა ერისთავის მოკვლის შემდეგ, დუშეთთან და ბაზალეთთან ერთად, იგი როსტომ მეფემ გადააწვევინა. XIII საუკუნეში სოფელი მოხსენიებულია ხიზნების გამოსაღების ნუსხაში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 61 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 116[2] |
2014 | 61 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 307.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.