საყველო
საყველო — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილის თხემზე. სიმაღლე 2806 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. აქვს კონუსის ფორმა. საყველოდან რადიალურად ჩამოედინებიან მდინარეების ქცია-ხრამისა და გუჯარეთისწყლის შემდგენელი შენაკადები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
საყველო | |
---|---|
![]() კოხტაგორა (მარცხნივ) და საყველო (მარჯვნივ), ხედი ბაკურიანიდან | |
კოორდინატები: 41°41′52″ ჩ. გ. 43°33′24″ ა. გ. / 41.69778° ჩ. გ. 43.55667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2806 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 203.