საქორწილო — ქორწილის ხარჯი თუ „წილი, გინა ხარკი“ (საბა), ბატონის ქორწილის დროს გლეხთაგან აკრეფილი სავალდებულო შესაწევარი ძველ საქართველოში. საქორწილოს გლეხის შეძლებისდაგვარად კრეფდნენ. მისი განსაზღვრული ნაწილი მოხელეებს (მაგ., ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, აბაზი მამასახლისსა და მარჩილი — 3 აბაზი — მოურავს) ეძლეოდათ.

ლიტერატურა

რედაქტირება