საქვრივო
საქვრივო — ქვრივი გლეხი ქალის გათხოვებისას მისი ბატონის სასარგებლოდ სასიძოსათვის დაკისრებული გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. საქვრივო ვახტანგ VI-ის სამართლითა და დასტურლამალით წესრიგდებოდა. სამეფო სოფლებში საქვრივოს ძირითადი ნაწილი მეფისა იყო, ხოლო ნაწილი — მოურავის, ნაცვლისა და მამასახლისის. საქვრივოს ჩვეულებრივ შეადგენდა 1 ხარი ან ძროხა, რასაც 5 აბაზიც ემატებოდა. XVIII საუკუნის II ნახევარში და XIX საუკუნეში საქვრივომ ფულადი გადასახადის ხასიათი მიიღო და მისი რაოდენობა 5-იდან 50 მანეთამდე მერყეობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 190.