საქართველო-ბიზანტიის ომი (1028)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში.
საქართველო-ბიზანტიის ომი (1028)
თარიღი 1028
მდებარეობა საქართველო
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
{{{link alias-s}}} დროშა საქართველოს სამეფო ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
ბაგრატ IV
ლიპარიტ IV
კონსტანტინე VIII

საქართველო-ბიზანტიის ომი — ომი, რომელიც მიმდინარეობდა ბიზანტიასა და საქართველოს შორის 1028 წელს ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დასაკავებლად.

ბასილი II-მ 1025 წელს ბიზანტიაში მძევლად მყოფი ბაგრატი პირობისამებრ საქართველოში გამოისტუმრა. იმავე წელს კეისარი გარდაიცვალა და ახალმა იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ სცადა ბაგრატის უკან დაბრუნება, მაგრამ უფლისწულმა საქართველოს ფარგლებში შეასწრო. 1027 წელს ახალგამეფებულ ბაგრატ IV-ს უღალატეს ტაოელმა აზნაურებმა და ბიზანტიის მხარეზე გადავიდნენ.

1028 წელს იმპერატორმა საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბიზანტიის ჯარმა კვლავ მოაოხრა არტაანი, ჯავახეთი, თრიალეთში შეიჭრა და კლდეკარის ციხის აღება სცადა, მაგრამ ერისთავ ლიპარიტ ლიპარიტის ძემ შეძლო თავისი რეზიდენციის დაცვა. მდგომარეობა გაართულა იმ გარემოებამ, რომ ბაგრატს კვლავ უღალატეს ადგილობრივმა აზნაურებმა და თავიანთი ციხეები მტერს გადასცეს. ასევე მტრის მხარეზე გადავიდნენ შავშეთის აზნაურებიც. მაგრამ ამ მხარეში შემოსეულ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ითავა ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ და შავშეთი დაიცვა. მაშინ ბიზანტიის სარდალმა სცადა ბაგრატ IV-თვის დაეპირისპირებინა ბაგრატიონთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი — ბიზანტიაში გადახვეწილი დემედტრე გურგენის ძე და მოსყიდვითა და დაპირებებით, „წვრილი ერის”, ე. ი. მწარმოებელი მოსახლეობის გადაბირებაც კი შეძლო. მდგომარეობა ძალზე გართულდა, მაგრამ ამ დროს გარდაიცვალა კონსტანტინე VIII, ხოლო ახალმა იმპერატორმა რომანოზმა სხვა პოლიტიკური გეზი აირჩია და საქართველოდან ჯარი გაიწვია. 1029-1030 წლებში კონსტანტინეპოლს გაემგზავრა ბაგრატის დედა მარიამ დედოფალი და ბიზანტიასთან სამშვიდობო ურთიერთობას მიაღწია.

  • მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955;
  • სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე;
  • არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც. თბ., 1974;
  • გიორგი კედრენე, წგნ., გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963;
  • იაჰია ანტიოქიელი, მატიანის გაგრძელება, წგნ.: Розен В. Р., Император Василий Болгаробойца, СПб., 1883;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008;
  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970—1070 წლებში, თბ., 1969;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1965;