საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. წარმოადგენს სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2018 წლის 6 დეკემბრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სოსო რამიშვილი ხელმძღვანელობს.[1]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 2004
უწყების ტიპი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
საიტი
www.is.ge
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისი

საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად სრული მოცულობით ახორციელებს საგამოძიებო-ოპერატიულ მოქმედებებს.

სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

სამსახურის მისია

რედაქტირება

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრა.

სამსახურის ხედვა

რედაქტირება

სამსახური დასახული მიზნის მიღწევის მიზნით, დაკისრებული ამოცანების განხორციელებისას აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამართალდამცავ ორგანოსთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამასთან, ეკონომიკურ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან. სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და საგამოძიებო სფეროში არსებული მაღალი სტანდარტების დანერგვა.

სამსახურის ღირებულებები

რედაქტირება

სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

საგამოძიებო სამსახურის ისტორია

რედაქტირება
 

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლისა და საბიუჯეტო თანხების მართლზომიერი განკარგვის მაკონტროლებელი სამსახური 2004 წელს შეიქმნა. 2007 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი სამსახური — ფინანსური პოლიცია, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები ერთ უწყებად — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურად გაერთიანდა. მოგვიანებით, 2009 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული კიდევ ერთი სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის, საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გაერთიანდა საქვეუწყებო დაწესებულების ფარგლებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმადაც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო სამსახურის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კეთილსინდისიერი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. დასახული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო სამსახური მაღალ პროფესიულ დონეზე, სრული მოცულობით ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, სათანადო ექსპერტიზას, დანაშაულის პრევენცია-გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის ძირითად ამოცანად და უფლებამოსილებად განისაზღვრა:

  • საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის თავიდან აცილება, კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;
  • შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით;
  • ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით;
  • საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
  • საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად საკრედიტო ურთიერთობების სფეროში კანონდარღვევათა ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი შესწავლა - ანალიზი.

საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

რედაქტირება

საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება შემდეგი სამართლებრივი აქტებით:

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს კანონი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამართლებრივი აქტები

სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის #34 ბრძანებით.[2]

აღნიშნული დოკუმენტით ცალსახად არის გამიჯნული, რომელ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის რა სახის დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება გააჩნია. ერთ-ერთია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დაახლოებით 30-მდე სახის დანაშაულზე აქვს გამოძიების ჩატარების უფლება. მათ შორის შეიძლება გამოიყოს ისეთი სახის დანაშაული, როგორიცაა: გადასახადისათვის თავის არიდება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ფალსიფიკაცია, საბაჟო წესების დარღვევა, ყალბი ფულის და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღება და ა. შ.

საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია

რედაქტირება
  • ადმინისტრაცია;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი
  • შიდა ინსპექტირების სამმართველო
  • სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველო
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო
  • ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო
  • საგამოძიებო დეპარტამენტი
  • სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი
  • ოპერატიული-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  • სპეციალური დანიშნულების რაზმი

საგამოძიებო სამსახურის მთავარ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც 11 სტრუქტურულ ქვედანაყოფს აერთიანებს. კერძოდ:

  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველო (მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N 2ა)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველო (მის: ქ. ახალციხე, 0800, პ. ნათენაძის ქ. N 52)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველო (მის: ქ. ბათუმი, 6000, ფიროსმანის ქ. N 5ა)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო (მის: ქ. რუსთავი, 3700, კოსტავას ქ. N 36)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო (მის: ქ. ქუთაისი, 4600, ჯავახიშვილის ქ. N 5)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველო (მის: ქ. თელავი, 2200, ერეკლე მეორეს გამზ. N 16)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო (მის: ქ. ზუგდიდი, 2100, ზ. გამსახურდიას ქ. N 45; ქ. ფოთი, 4400, წმინდა გიორგის ქ. N4)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო (მის: ქ. გორი, 1400, ჯორბენაძის ქ. N 1)
  • საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველო (მის: ქ. მცხეთა, 3300, სამხედრო გზატკეცილი. N17)

საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქტირება

საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით, საგამოძიებო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მუშაობის თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოების მიზნით უწყებაში ეტაპობრივად განხორციელდა რეფორმები.

გაღრმავდა საქმიანი ურთიერთობები მსოფლიო ბანკთან, გააქტიურდა კონტაქტები ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს კრიმინალურ საგამოძიებო სამსახურთან (FIOD), მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურთან (HMRC), ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახურთან - IRS (Internal Revenue Service). სამსახური თანამშრომლობს საფრანგეთის, იტალიის, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის სომხეთის, აზერბაიჯანის კოლეგა უწყებებთან.[3]

საგამოძიებო სამსახური აქტივობა საერთაშორისო ღონისძიებებში

რედაქტირება

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ფორუმში — „გადასახადი და დანაშაული,“ რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

საგამოძიებო სამსახური პირველად მოხვდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამოცემაში „საგადასახადო და სხვა ფინანსური დანაშაულის ბრძოლის საქმეში ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობა,“ სადაც დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი საქართველოს და სხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ.

საგამოძიებო სამსახური აქტიურად ჩაერთო გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივ პროექტში - კონტეინერების კონტროლის პროგრამა.

საგამოძიებო სამსახურმა გაააქტიურა თანამშრომლობა სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსთან (CEPOL). აღნიშნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებს, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კამდენის აქტივების მოძიების უწყებათაშორისო ქსელთან (CARIN), რომელიც წარმოადგენს სამართალდამცავი და სისხლისსამართლებრივი განმახორციელებელი ორგანოების პრაქტიკოსი და სპეციალისტების არაფორმალურ ქსელს. მასში გაერთიანებულია 54 ქვეყნის პოლიციისა და იუსტიციის ორგანოს წარმომადგენლები. ქსელის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით კრიმინალური გზით მოპოვებული აქტივების მოძიება, ამოღება და კონფისკაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები შექმნის დღიდან დღემდე

რედაქტირება
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი — სოსო რამიშვილი
  1. სოსო რამიშვილი — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (6.12.2018-დან დღემდე. 11.10.2018 – 6.12.2018 უფროსის მოვალეობის შემსრულებელი).[4]
  2. ლევან გამყრელიძე — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (08.06.2017 - 11.10.2018)
  3. გიორგი ბადაშვილი — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (02.12.2015 - 08.06.2017)
  4. ლერი ბარნაბიშვილი — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (21.11.2013 - 02.12.2015)
  5. ოთარ ფარცხალაძე — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (13.05.2013 21.11.2013)
  6. აპოლონ კაკაბაძე — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (01.11.2012- 10.04.2013)
  7. გიორგი ობგაიძე — საგამოძიებო სამსახურის უფროსი (15.06.2010- 01.11.2012)
  8. დავით ქარსელაძე — საგამოძიებო სამსახურის უფროსი 01.12.2009 - 14.06.2010 (შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე 06.03.2007 - 01.12.2009; ფინანსური პოლიციის უფროსი 22.11.2006 - 07.03.2007)
  9. დავით კეზერაშვილი — ფინანსური პოლიციის უფროსი (15.03.2004 - 10.11.2006)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სოსო რამიშვილი, ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-04. ციტირების თარიღი: 2018-12-26.
  2. matsne.gov.ge
  3. საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის ანგარიში[მკვდარი ბმული]
  4. ლევან გამყრელიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-04. ციტირების თარიღი: 2018-12-26.