ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე (დ. 1976) — საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე. 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2013 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა, მაგრამ ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.[1] 2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.[2]
ოთარ ფარცხალაძე | |
ალექსანდრე ჭიკაიძე და ოთარ ფარცხალაძე (მარჯვნივ) | |
საქართველოს მთავარი პროკურორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | არჩილ კბილაშვილი |
მემკვიდრე | გიორგი ბადაშვილი |
დაბადებული | 1976 |
მოქალაქეობა | საქართველო რუსეთი |
აშშ-ის სანქციები
რედაქტირება2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.[2]
2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა. [3] 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება. [4]
2023 წლის 20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. [5] 2023 წლის 22 სექტემბერს გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტი მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ფარცხალაძისთვის გამოძიების მიმდინარეობისას მოქალაქეობის შეწყვეტა. [6]
2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.[7][8][9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ფარცხალაძე გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
- ↑ 2.0 2.1 ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა. ციტირების თარიღი: 2023-09-14.
- ↑ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა
- ↑ ეროვნული ბანკი პოზიციას ცვლის და ფარცხალაძეს ემხრობა
- ↑ იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია
- ↑ პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს
- ↑ განცხადება
- ↑ პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა
- ↑ პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა