საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი — სისხლის სამართლის  მთავარი წყარო და ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს დანაშაულს და დანაშაულებრივი ქმედებების დასჯას საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი მიღებულ იქნა 1999 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ, გამოქვეყნდა 1999 წლის 13 აგვისტოს და ხელმოწერილია საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მეირ.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა

რედაქტირება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.

სისხლის სამართლის კოდექსის სტრუქტურა

რედაქტირება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაყოფილია ორ ნაწილად: ზოგადი და კერძო ნაწილებად, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთ მთლიანობას ქმნის.

სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში მოცემულია დანაშაულის ყველა შემადგენლობისათვის საერთო ცნებები და ნიშნები, პრინციპები და ინსტიტუტები, ხოლო კერძო ნაწილში განსაზღვრულია დანაშაულთა ცალკეული სახეები და მითითებულია სასჯელის კონკრეტული სახეები, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მისი ჩადენისათვის.

კერძო ნაწილი დაყოფილია კარებად, ხოლო კარები თავებად. კარებში დანაშაული დაჯგუფებულია გვარეობითი ობიექტის მიხედვით, ხოლო თავებში დაჯგუფებულია - სახეობით ობიექტებად.

ზოგადი ნაწილი მოიცავს 6 კარს, 18 თავს და 1-1077 მუხლებს. ზონადი ნაწილის მუხლები განსაზღვრავენ სისხლის სამართლის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს, სისხლის სამართლის კანონის მოქმედებას დროში და სივრცეში, დანაშაულის ცნებასა და კატეგორიებს , სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ პირებს, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებს (აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა და ა. შ.) და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებს (შეურაცხაობა, შეზღუდული შერაცხადობა, შეცდომა და ა. შ.), დებულებებს, რომლებიც ეხება დაუმთავრებელ დანაშაულს, დანაშაულებრივი ქმედებას, დანაშაულში თანამონაწილეობას, სასჯელს, მის სახეებს, მიზნებსა და დანიშვნის წესს, შემთხვევებს, როდესაც პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

კერძო ნაწილი მოიცავს 8 კარს, 29 თავს და108-413 მუხლებს და აღწერს კონკრეტული დანაშაულის ელემენტებს, აგრეთვე ჩამოთვლის სასჯელის სახეებს მათი ჩადენის შემთხვევაში.