საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩამოყალიბდა მინისტრის 2015 წლის 1 იანვრის ბრძანების საფუძველზე.[1] მას ხელმძღვანელობდა დირექტორი, რომელსაც ნიშნავდა და ათავისუფლებდა შს მინისტრი.[2]
სააგენტოს ძირითად ამოცანები იყო: საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების განხორციელების კოორდინირება და ორგანიზება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მათი შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობა; სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ზომების შემუშავება-რეალიზება, რომლებიც მიმართულია ხანძრების პროფილაქტიკისა და დასახლებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეფექტურობის ამაღლებისკენ და სხვ.[2]
2017 წლის 22 ნოემბერს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სახელმწიფო კრიზისების მართვის საბჭოსთან გაერთიანდებოდა.[3] აღნიშნულ ცვლილებებს (სხვა ცვლილებებთან ერთად) პარლამენტმა მხარი 7 დეკემბერს დაუჭირა.[4] ორი უწყების ბაზაზე შეიქმნა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც დაუქვემდებარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი [მკვდარი ბმული]
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რეფორმები დაიწყო [დაარქივებული]
- დირექტორის მოადგილეები [დაარქივებული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის — საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (29 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ „კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთიანდება“. On.ge. 13 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა“. Civil.ge. 7 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)