საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (აკრონიმი GIG) — ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს და მართავს ორმოცზე მეტ კომპანიას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის და სხვა სფეროებში. ჰოლდინგის კომპანიებში სამი ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი | |
---|---|
წევრები |
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია „საქნახშირი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) ავტოგაზი ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა ევროპული სკოლა ინდუსტრია კირი ტიფლის სიტი ინტერტრანსი გლობალ ტრანსი საქინვესტი საქართველოს მედიის გაერთიანება - GMI |
ენა | ქართული |
ჰოლდინგის მომხმარებლები არიან: საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ცემენტის, მადნების, ქიმიური და სხვა სახის პროდუქციის გამოშვებით; მცირე და საშუალო ბიზნესი; მოსახლეობა. აგრეთვე უცხოური კომპანიები საექსპორტო ბაზრებზე (თურქეთი, სამხრეთ კავკასია, ევროპა).
ისტორია
რედაქტირებადღესდღეობით, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი საქართველოში უმსხვილეს ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს ფართო ბიზნეს პორტფელს, რომელშიც შედის ქვანახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, უძრავი ქონება და სხვა სექტორების მთელი სპექტრი.
2006 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მიიღო ჰოლდინგური კომპანიის ამჟამინდელი სტრუქტურა. მას შემდეგ, ჯგუფი ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა დარგში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, როგორც მოცემულ მომენტში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჰოლდინგი ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა განვითარების პროექტებში ტექნოლოგიების დანერგვითა და ახალი პერსპექტივების ძიებით.
კომპანიას გააჩნია გეგმები და განვითარების სტრატეგიები, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სამთო-მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან.