სააქციო საზოგადოება „ავტოგაზი“ — ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია.

ავტოგაზი
შტაბ-ბინა 0186, თბილისი, ჯიქიას №5
ტელ: (+995 32) 32 08 53
ტელ: (+995 32) 32 08 59
ფაქსი: (+995 32) 32 08 75
ენა ქართული

საქმიანობის სფერო

რედაქტირება

საქმიანობის ძირითადი სფეროა ავტოტრანსპორტის ბუნებრივი და თხევადი აირით გამართვა.

საწარმოო სიმძლავრეები

რედაქტირება

სააქციო საზოგადოება „ავტოგაზი“ ფლობს ავტომობილების აირით გასამართ საკომპრესოროებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, ხაშურში, წეროვანში, ზესტაფონში, სამტრედიაში).

ასევე მისი საკუთრებაა მოძრავი აირგასამართი სადგურები.

შვილობილი კომპანიები

რედაქტირება

შპს „ავტოგაზს“ ჰყავს შვილობილი კომპანიები: შპს "ავტოგაზი–მ“, შპს „ავტოგაზი პირველი“, შპს „აჭარა ავტოგაზი“, შპს „იბერგაზი“ და შპს „ექსპრესავტოგაზი“.

საქართველოს ბაზარზე ამ სახის მომსახურების მიმართ სწრაფად მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ქსელის შემდგომი გაფართოების სამუშაოები.