ევროპული სკოლა
ეს სტატია ან სექცია რეკლამის ტიპისაა. |
ევროპული სკოლა — თბილისის კერძო საშუალო სკოლა.
ევროპული სკოლა | |
---|---|
ენა | ქართული |
განათლება
რედაქტირებაინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, ევროპული სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან ეუფლებიან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტრუმენტების გამოყენებას. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება XII კლასის ჩათვლით; ამასთან, სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, ტექნიკის განახლება, სასწავლო პროგრამების, მასალებისა და სასწავლო კურსების მომზადება, ისტ-ის სასწვლო გეგმის რეალიზება ყველა ცალკეულ საგანში.
ევროპული სკოლის მოსწავლეთა განკარგულებაშია სამუსიკო და ხელოვნების სტუდიები, თანამედროვე და ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სატელევიზიო სტუდია, საბავშვო თეატრი, სპორტული სექციები შესაბამისი ბაზით (დიდი სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები).
სწავლების ხარისხის კონტროლი
რედაქტირებასკოლის ცხოვრებაში საინეტერესო სიახლეა "სწავლების ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია", რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი მეთოდიკების და ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების სისტემის შემდგომი სრულყოფისათვის.
საგაკვეთილო პროცესის უკეთ ორგანიზებისა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, დავალებები, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატებები ყოველდღიურად ფიქსირდება სკოლის ვებ-გვერდის ელექტრონულ ჟურნალში.
სასკოლო ვებ-გვერდის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი იქონიოს სკოლასთან და ელექტრონული დღიურით ოპერატიულად მიიღოს სრული ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ. თავის მხრივ, სკოლაც იყენებს არსებულ შესაძლებლობას უშუალო კონტაქტი დაამყაროს მშობლებთან, ხოლო ოპერატიული საჭიროებისას იმოქმედებს SMS შეტყობინების სისტემა.
უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
რედაქტირებასკოლის ერთ-ერთი საზრუნავია მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი კონტროლი. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სამსახური და ლოგოპედური კაბინეტი. სწავლისთვის შესაფერის გარემოს და მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვის საგანგებო სამსახური და 42 ვიდეოთვალი.
ასისტენტის ინსტიტუტი
რედაქტირებაასისტენტებად, ანუ კლასის დამრიგებლების თამნაშემწეებად მოწვეულნი არიან და მუშაობენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომელთაც ევალებათ თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა, დახმარება აღმზრდელობით და სასწავლო პროცესში, დისციპლინის და წესრიგის დაცვა.
სულ ევროპულ სკოლაში მუშაობს 162 თანამშრომელი. თითოეული მათგანი ემსახურება მოსწავლეთა განათლების, აღზრდის, კვებისა, თუ უსაფრთხოების დაცვის საქმეს.
სკოლის ტელევიზია
რედაქტირებასკოლაში ფუნქციონირებს სატელევიზო სტუდია „ESTV“. მოსწავლეები ეუფლებიან ჟურნალისტის, რეჟისორის, ოპერატორის პროფესიას, აუდიტორიასთან ურთიერთობის, კამერასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები, რეპორტაჟები გადაიცემა დილისა და საღმოს ეთერში. სასკოლო გადაცემებს გააჩნია საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვა და გადაიცემა სკოლის საკაბელო სატელევიზიო ქსელით.