საქართველოს ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა (საემი) — არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს აერთიანებს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რომელიც გამოიხატება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში ჩატარებულ ტერნინგებში, სემინარებში, ინფორმაციული გამოფენებში მონაწილეობასა და სემინარებში. საემს აქვს საკუთარი ბლოგი, რომელსაც აქვს აგრეთვე საგანმანათლებლო ფუნქცია. ბლოგი ამუშავდა 2016 წლის იანვრიდან. საემი დაარსდა 1994 წლის 30 აპრილს. დამფუძნებლები დავით გორდელაძე, ეკატერინე ტყეშელაშვილი, ვასილ მარჯანიშვილი, გიორგი ჩიქოვანი და მამუკა მღვდელაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა | |
---|---|
შეიქმნა | 1994 წლის 30 აპრილი |
საემი YEE-ის (Youth and Environment Europe), ANPED-სა (Northern Alliance for Sustainability) და CDNEE-ის (Cooperation Development for Eastern Europe) სრულუფლებიანი წევრია.