საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი
ეს სტატია წამოყენებულია წაშლის კანდიდატად. დეტალური მიზეზების გაგება და განხილვაში მონაწილეობა შეგიძლიათ განხილვის გვერდზე. განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წაშლის კანდიდატი/გაფრთხილება|საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი|არასაკმარისი და არასათანადო წყაროები ენციკლოპედიური მნიშვნელობის დასადასტურებლად}} ეს სტატია ნომინირებულია წაშლის კანდიდატად 120 დღის წინ და შეიძლება შეესაბამება სწრაფი წაშლის კრიტერიუმებს თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:წაშლის კანდიდატი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი (ინგლ. Young Diplomats' Club of Georgia) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას ახალგაზრდა დიპლომატთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდა პროფესიონალებს უფრო მეტი ცოდნა მიიღონ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაზე.[1]
ახალგაზრდული ინიციატივების როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაცია ქმნის ფორუმს აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების ინტენსიური გაზიარებისთვის.[1]
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს აქვს პროექტები: საქართველოს პარლამენტის მოდელირება, EU Exhibition on NATO and EU, დემოკრატიის ფესტივალი და Youth Ambassadorial. საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს ჰყავს პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობა, კონგრესი და უხუცესთა საბჭო.[1] 2015 წელს საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა „NATO & EU Roundtable“-ს გამართა, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა.[2]
2019 წელს ორგანიზაციამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ცხადია, პანდემიისა და მაგ პერიოდში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კლუბი არ ახორციელებდა პროექტებს და საბოლოოდ 2023 წლის ოქტომბერში თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტებმა აიღეს საკუთარ თავზე "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" აღდგენა და რეორგანიზაცია. ახალმა დამფუძნებლებმა შექმნეს ახალი გამგეობა, შეცვალეს წესდება და აქტიურად დაიწყეს მუშაობა. კლუბის აღდგენის ინიციატორთა შორის იყვნენ ნინო კარანაია, იაკობ ორმოცაძე(ირაკლი), ანასტასია წიგნაძე, თამთა კეკელიძე, საბა ხვადაგიანი, სალომე სულაკაური, თამთა ბეჟანიშვილი და ასე შემდეგ. აღდგენიდან დღემდე მათ განახორციელეს 21 პროექტი. ორგანიზაციას ჰყავს 40-ზე მეტი აქტიური წევრი, რომლებიც გადანაწილებული არიან 5 დეპარტამენტში. ორგანიზაცის ჰყავს პრეზიდენტი - ნინო კარანაია; გამგეობის თავმჯდომარე - იაკობ ორმოცაძე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი Facebook-ზე
- საქართველოს პარლამენტის მოდელირება, 2017
- საქართველოს პარლამენტის მოდელირება, 2016 '
- https://youngdiplomatsgeo.wordpress.com/2024/07/21/diplomatic-digest-19/?fbclid=IwY2xjawETNXxleHRuA2FlbQIxMAABHRpwmdhlar7GjnXngQsGpjYzk23waQyTiTaquDdcxik1zuDh0tQfruhg3Q_aem_H4wlpW-1PJXO3ZtUFt6JBA
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ახალგაზრდთა დიპლომატთა კლუბი
- ↑ „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“ „NATO & EU Roundtable“-ს გამართავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-19. ციტირების თარიღი: 2018-01-06.