საფრანგეთ-ვიეტნამის მეორე ომი

საფრანგეთ-ვიეტნამის მეორე ომი
ტონკინის კამპანიის ნაწილი
თარიღი 19 აგვისტო, 1883 - 6 ივნისი, 1884
მდებარეობა ვიეტნამი
შედეგი საფრანგეთის პროტექტორატის დამყარება ვიეტნამში; ჰიუეს ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
ვიეტნამი გახდა ფრანგული კოლონია
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის მეორე იმპერია ვიეტნამი (ნგუენის დინასტია)

საფრანგეთ-ვიეტნამის მეორე ომი, — საფრანგეთის ბრძოლა ვიეტნამის დაპყრობისათვის. მიმდინარეობდა 1883-1884 წლებში. ამ ომით დამთავრდა ფრანგების მიერ ვიეტნამის დაპყრობა. 1883 წლის 19 აგვისტოს ფრანგულმა საექსპედიციო კორპუსმა დაიპყრო მდინარე ჰონგჰის (წითელი) დელტაში მდებარე ქალაქი ჰაიზიონგი. შემდგომ ფრანგებმა დაიკავეს მდინარე ჰიუეს შესართავში მდებარე თუენანის ფორტები, რომლებიც დედაქალაქის ავანპოსტებს წარმოადგენდნენ. ფრანგებს თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამის შუა რაიონისა და მდინარე ჰონგჰის დელტის ძირითად ცენტრებს დაპატრონებოდნენ. 1884 წლის 6 ივნისს ვიეტნამის სამეფო კარმა დადო საზავო ხელშეკრულება (ჰიუეს ზავი), რომლის თანახმად, ვიეტნამი ცნობდა საფრანგეთის პროტექტორატს, რაც არსებითად მთელი ვიეტნამის საფრანგეთის კოლონიად გადაქცევას ნიშნავდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება