ცენტრალური მასივი
(გადამისამართდა გვერდიდან საფრანგეთის ცენტრალური მასივი)
ცენტრალური მასივი (ფრანგ. Massif central) — მთათა სისტემა საფრანგეთში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეოთხედს იკავებს, ვრცელდება საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში. უმაღლესი წერტილია პიუი-დე-სანსი — 1886 მეტრი ზღვის დონიდან. იგი ევროპის ჰერცინული მთათა სისტემებისაგან გამოირჩევა სიმაღლით და რთული გეოლოგიური აგებულებით. ეს მხარე ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია. სწორედ აქედან იღებს სათავეს საფრანგეთის უგრძესი მდინარე ლუარა. ალპებისა და იურის მთებისაგან მას გამოჰყობს მდინარეების რონისა და სენის ხეობები.
ცენტრალური მასივი | |
---|---|
ცენტრალური მასივი | |
კოორდინატები: 46° ჩ. გ. 3° ა. გ. / 46° ჩ. გ. 3° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | პიუი-დე-სანსი |
სიმაღლე | 1886 მ |
ფართობი | 182,040 კმ² |
სიგრძე | 523 კმ |
სიგანე | 571 კმ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცენტრალური მასივი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)