პიუი-დე-სანსი
პიუი-დე-სანსი (ფრანგ. Puy de Sancy; ოქსიტ. Puèi de la Crotz) — მწვერვალი საფრანგეთში, ცენტრალური მასივის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 1886 მ. წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს. შედის მონ-დორის ჩამქრალი ვულკანების ჯგუფში. აგებულია ეფუზივებით, უმეტესწილად ტრაქიტებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე აქტუალურია თხილამურებით სრიალი. სპორტის ეს სახეობა პოპულარულია აქ XX საუკუნიდან. სიახლოვეს არის მდინარე დორდონის სათავე.
პიუი-დე-სანსი | |
---|---|
პიუი-დე-სანსი | |
კოორდინატები: 45°31′42″ ჩ. გ. 02°48′51″ ა. გ. / 45.52833° ჩ. გ. 2.81417° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 1886 მ |
მთის მასივი | ცენტრალური მასივი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პიუი-დე-სანსი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- Le Mont-Dore (ინგლისური)