სატოლო
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სატოლო — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ერუშეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2215 მ. აქვს ქვედაპლიოცენური ასაკის ვულკანური ქანებით აგებული გუმბათისებრი თხემი და სუსტად დანაწევრებული კალთები. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
სატოლო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2215 მ |
ქედი | ერუშეთის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 142.