სასის წყალსაცავი (ესპ. Embalse Zaza, La Presa Zaza) — უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი კუბაში. მდებარეობს ცენტრალურ კუბაში, სანქტი-სპირიტუსის პროვინციაში. წყალსაცავის ჩრდილო-დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი სანქტი-სპირიტუსი. წყლის სარკის ფართობი შეადგენს 113,5 კმ²-ს.[1] წყლის საშუალო მოცულობა 750 მლნ. მ³. წყალსაცავი შექმნილია მდინარე სასის ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს სიერა-დელ-ესკამბრაის მთებში. მდინარე სასა კუბაში კაუტოს შემდეგ სიგრძით მეორე მდინარეა. წყალსაცავი საზრდოობს არაერთი მდინარის წყლით. 3 წლის განმავლობაში აშენდა 6 კილომეტრის სიგრძის კაშხალი, რომლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 1971 წლის 7 დეკემბერს. მშენებლობა დაჯდა 27 მილიონი კუბური პესო.[1] 1978 წელს დაემატა ჰესიც.

სასის წყალსაცავი
ესპ. Embalse Zaza
კოორდინატები: 21°50′ ჩ. გ. 79°22′ დ. გ. / 21.833° ჩ. გ. 79.367° დ. გ. / 21.833; -79.367
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ტერიტორიული ერთეული სანქტი-სპირიტუსის პროვინცია
ზღვის დონიდან 25
ფართობი 113,5 კმ²
მოცულობა 0,75 კმ³
ჩაედინება სასა
გამოედინება სასა
შევსების წელი 1971
სასის წყალსაცავი — კუბა
სასის წყალსაცავი

სასის წყალსაცავი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად, აგრეთვე განვითარებულია თევზჭერა. 1980-იან წწ. წყალსაცავში მოაშენეს მტკნარი წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზი არაპაიმა (Arapaima gigas).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Cubaweb.cu. (May 2007)Zaza stays. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2007-10-13.