კაუტო (ესპ. Río Cauto) — მდინარე კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს კუბის უგრძეს მდინარეს. მიედინება სანტიაგო-დე-კუბისა და გრანმის პროვინციების ტერიტორიებზე. სათავე აქვს სიერა-მაესტრას ქედზე, ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე. სიგრძე 370 კმ, აუზის ფართობი 8.928 კმ². უმეტესად მიედინება დასავლური და ჩრდილო-დასავლური მიმართულებით. ერთვის კარიბის ზღვის გუაკანაიაბოს ყურეს. აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები.

კაუტო
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
სათავე სიერა-მაესტრა
20°32′57″ ჩ. გ. 77°13′30″ დ. გ. / 20.54917° ჩ. გ. 77.22500° დ. გ. / 20.54917; -77.22500
სიგრძე 370 კმ
აუზის ფართობი 8.928 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კაუტო ვიკისაწყობში

შესართავი ჭაობიანია და ქალაქ მანსანილიოს ჩრდილოეთით მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება