გუაკანაიაბოს ყურე
გუაკანაიაბოს ყურე (ესპ. Golfo de Guacanayabo) — კარიბის ზღვის ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 110 კმ. ჩრდილოეთიდან ისაზღვრება გრანმისა და ლას-ტუნასის პროვინციებით. ყველაზე დიდი პორტია ქალაქი მანსანილიო. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალაქი გუაიაბალი. ყურის ცენტრალური ნაწილის სანაპიროები წყალ-ჭაობურია. არის ტბები, ჭაობები. გუაკანაიაბოს ყურეს ერთვის კუბის უგრძესი მდინარე კაუტო. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ხობაბო. სამხრეთით არის კრუსის კონცხი.
ყურეში უხვადაა მარჯნის რიფები. 2005 წელს ქარიშხალ დენისის პიკი გუაკანაიაბოს ყურეში დაფიქსირდა.