სარმის მღვიმე
სარმის მღვიმე — სუბვერტიკალური ტიპის კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე, არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2150 მ-ზე. მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კარსტული მღვიმე. სიღრმე 1830 მ. გამომუშავებულია კირქვებში, ადგილ-ადგილ თაბაშირში. წარმოადგენს დარბაზებისა და ჭების ერთობლიობას, რომლებიც გაერთიანებულია გვირაბებითა და საფეხურებით.[1]
სარმის მღვიმე | |
---|---|
სარმის მღვიმის 2002 წლის სქემა | |
კოორდინატები: 43°23′38″ ჩ. გ. 40°22′21″ ა. გ. / 43.393972° ჩ. გ. 40.372500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გაგრის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 2150 მ |
სიგრძე | 15 000 მ |
სიღრმე | 1830 მ |
აღმოჩენის წელი | 1990 |
შესასვლელთა რაოდენობა | 1 |
ტიპი | კარსტული მღვიმე |
ამგებელი ქანები | კირქვა თაბაშირი |
პირობითად დაყოფილია სამ დონეზე: ზედა, შუა და ქვედა. ზედა დონე იწყება მღვიმის შესასვლელიდან და გადაჭიმულია ჩემპიონის ჭის ქვემო წერტილამდე (სიღრმე 420 მ). მღვიმის შუა იარუსი იწყება ჩემპიონის ჭიდან და განლაგებულია დოლგის მღვიმის წაგრძელებულ დაკლაკნილ შესასვლელამდე (სიღრმე 900 მ). მღვიმის ქვედა ნაწილს ავსებენ მრავალრიცხოვანი საფეხურები და დარბაზები 900 მ სიღრმიდან გამოკვლეული ტერიტორიის ქვემო წერტილამდე (1830 მ).[2]
სარმის მღვიმე აღმოაჩინა და პირველად შეისწავლა 1990 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს ირკუტსკელმა სპელეოლოგმა სერგეი შიპიცინმა. თავდაპირველად მღვიმე გამოიყურებოდა, როგორც კლდეში არსებული პატარა ხვრელი ჰაერის ძალიან ძლიერი წევით. მღვიმეს უწოდეს სარმა. სარმა — არის ძლიერი ქარი, რომელიც პერიოდულად უბერავს ბაიკალის ტბაზე. მისი სიჩქარე შეადგენს 40-50 მ/წმ-ში. მღვიმე იმთავითვე შეისწავლეს 250 მ სიღრმემდე. 1999 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა შეისწავლეს მღვიმის ახალი შტო, რომლის სიგრძე შეადგენს 100 მ-ს. 360 მ სიღრმეზე სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს ეხი, რომელსაც უწოდეს „ვიმპელი“. 2000 წელს კრასნოიარსკელმა და ირკუტსკელმა სპელეოლოგებმა ერთობლივი ექსპედიციის დროს აღმოჩინეს დიდი ჭა ჩემპიონი, რომლის სიღრმე 250 მ აღწევს. მომდევნო წელს, იმავე შემადგენლობით ჩატარებული ექსპედიციის დროს მღვიმე შეიწავლეს 1540 მ სიღრმემდე. 2012 წლის აგვისტოში პაველ რუდკოს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაღწია მღვიმის ახალ ნიშნულს — 1830 მ-ს.[2][3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სარმის მღვიმე — გეოგრაფიული ცნობები(რუსული)
- ↑ 2.0 2.1 მღვიმე — გეოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული](რუსული)
- ↑ Пещеры: Межвузовский сборник научных трудов. Выпуск 29-30, Пермь, 2004