სართიჭალის ქუჩა
სართიჭალის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ისააკ ალიხანიანის ქუჩიდან ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკის როტმისტრის მიხეილ დიმიტრის ძე მასლოვის სახელი. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შემახის ქუჩა, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე. შემდეგ სტალინგრადის ქუჩა ერქვა. 1958 წლიდან სართიჭალის ქუჩა ჰქვია. აქვს 1 შესახვევი.
სართიჭალის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
უბანი | ავლაბარი |
წინა სახელები | მიხეილ მასლოვის ქუჩა, შემახის ქუჩა, სტალინგრადის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, ISBN 978-99928-20-35-3.