ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ქუჩა

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ალექსანდრე წურწუმიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფოსტის ქუჩა. რევოლუციამდე ამ ქუჩის მახლობლად მდებარეობდა თბილისის II საფოსტო განყოფილება.[1] 2017 წელს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელი ეწოდა.[2] აქვს 1 შესახვევი და 1 ჩიხი.

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ფოსტის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 176, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ფოსტის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და შესახვევისთვის ექიმი-პედიატრის, პროფესორ ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2024