სარეკის ეხიზედა პალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ სარეკის ტერიტორიაზე (საჩხერის მუნიციპალიტეტი). მდინარე ჯრუჭულის მარცხენა ნაპირზე, მდინარის დონიდან 15 მეტრზე. ჯრუჭულის მღვიმის პირდაპირ. აღმოაჩინეს და გათხარეს 1959-1960 წლებში (დ. თუშაბრამიშვილი).

სარეკის ეხი კლდოვანი ფარდულია, რომელსაც ადამიანი სეზონურად იყენებდა. კულტურული ფენა 25-30 სმ აღწევს. ფენის ქვედა შრე (15-20 სმ სისქის) შეიცავს პალეოლითურ ნაშთებს. მასში აღმოჩნდა კაჟის 794 ნივთი. გვხვდება მზა იარაღი: მიკროლითური ლამელები (200 ც.), შატელპერონის მაგვარი ზურგამორკალული დანები (32 ც.), საფხეკები (27 ც.) დამზადებული, როგორც ლამელებზე, ისე ანატკეცებზე. აქ აღმოჩენილი ფაუნიდან აღსანიშნავია, დომბას, შვლის, ტახის, კეთილშობილი ირმის, კავკასიური ჯიხვის, მურა დათვისა და ე. წ. ტყის კაცის ნაშთები. ზედა შრე (5-10 სმ სისქის) შეიცავს ფეოდალური ხანისა და თანამედროვე კერამიკის ფრაგმენტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება