სარაგრარი (ურდუ سراغرار) — ჰინდუქუშის სიმაღლით მეოთხე მწვერვალი პაკისტანში. მდებარეობს ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. სარაგრარის მასივი უზარმაზარი, 7000 სიმაღლის უჩვეულოდ გადაჭიმული პლატოა, რომელიც გრანიტითა და ყინულითაა დაფარული.[1]

სარაგრარი
سراغرار
კოორდინატები: 36°32′51″ ჩ. გ. 72°07′00″ ა. გ. / 36.54750° ჩ. გ. 72.11667° ა. გ. / 36.54750; 72.11667
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ტერიტორიული ერთეული ხაიბერ-პახტუნხვა
სიმაღლე 7 340 
შეფარდებითი სიმაღლე 1 979 
სია ულტრა
ქედი ჰინდუქუში
პირველი ასვლა 1959
სარაგრარი — პაკისტანი
სარაგრარი

მასივის ცალკეული მწვერვალები არასაკმარისადაა შესწავლილი და იდენტიფიცირებული, გამართული ექსპედიციებისას შეგროვებული ინფორმაცია კი, უმეტეს შემთხვევაში, მცდარია. ძირითადი ხუთი მწვერვალია: ჩრდილო-აღმოსავლეთ მწვერვალი (7 340 ), ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალი (7 300 ), სამხრეთ-დასავლეთ მწვერვალი (7 148 ), სამხრეთ მწვერვალი (7 307 ) და სამხრეთ-აღმოსავლეთ მწვერვალი (7 208 ).[1][2]

ასვლის ისტორია

რედაქტირება
 
ფრანკო ალეტო (მარცხნივ) და პაოლო კონსილიო (მარჯვნივ)

1958 წელს, მთასვლელთა ბრიტანულმა გუნდმა, ტედ ნორიშის ხელმძღვანელობით, პირველად სცადა ჩრდილო-აღმოსავლეთ მწვერვალზე (7 340 ) ასვლა. ექსპედიცია ერთ-ერთი მთასვლელის, პ. ს. ნელსონის სიკვდილის შემდეგ შეჩერდა.

ერთი წლის შემდეგ, 1959 წლის 24 აგვისტოს, ფოსკო მარაინის ხელმძღვანელობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ავიდნენ იტალიელი მთასვლელები: ფრანკო ალეტო, ჯანკარლო კასტელი, პაოლო კონსილიო, კარლო ალბერტო პინელი (მხოლოდ ამ ოთხმა მიაღწია მწვერვალს), სილვიო იოვანე, ფრანკო ლამბერტი (ექსპედიციის ექიმი) და ენრიკო ლეონე, გუნდის ყველა წევრი იტალიური ალპური კლუბის წევრებიც იყვნენ. გუნდი მწვერვალზე ნიროღის მყინვარის გავლით ავიდა.[3]

1967 წლის 24 აგვისტოს, სატო იუკიტოში და ჰარა ჰიროსადა, იაპონური ექსპედიციის წევრები, კენიჩირო იამამოტოს (ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის სამთო კლუბი) ხელმძღვანელობით, პირველად ავიდნენ სამხრეთ მწვერვალზე, როშ-გოლის მყინვარის გავლით.

1971 წელს, კიდევ ერთი იაპონური ექსპედიციის წევრები, აკიამა რეისკეს ხელმძღვანელობით, პირველად ავიდნენ სამხრეთ-დასავლეთ მწვერვალზე 29 ივლისს.

სამმა კატალონიურმა ექსპედიციამ, 1975, 1977 და 1982 წლებში, სცადა ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე როშ-გოლის ხეობიდან ასვლა. 1982 წლის 9 აგვისტოს, ხუან ლოპეს დიასმა, ექსპედიციის ლიდერმა, ენრიკე ლუკას ლოპმა და ნილ ბოჰიგას მარტორელმა ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე ასვლა მოახერხეს. [4][5]

2005 წელს, შვეიცარიის ექსპედიციის ხუთმა წევრმა, ჟან-მიშელ ცვაიკერის ხელმძღვანელობით, პირველად მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ მწვერვალს (7208 მ): მაზალ შევალიემ, სებასტიენ გროსჟანმა და ივ-ალენ პიტერმა 24 ივლისს, ხოლო მარკ ჟან ბელანჟემ და მიშელ ცვაიკერმა კი მოგვიანებით, 29 ივლისს.

2021 წელს, ქართველი მთამსვლელები: არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი 10 სექტემბერს პირველად ავიდნენ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე. მწვერვალის დაპყრობას რვა დღე დასჭირდა. ალპინისტებმა როშ-გოლის აქამდე აუსვლელი ჩრდილო-დასავლური ფერდის გავლით მიაღწიეს მწვერვალს, რის გამოც, 2022 წელს, ისინი „პოილეტ დ'ორით“ დაჯილდოვდნენ.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 "Afghanistan and Central/Southern Pakistan" Peaklist.org. Retrieved 2013-02-13.
  2. Saraghrar on peakbagger.com
  3. Paropamiso (by Fosco Maraini, 2003) (Mondadori, Milano, Italy) ISBN 88-04-51209-1
  4. Hindu Kush Study Series (2 Volumes) (by Rahmat Karim Baig, 1994/1997) (Rehmat Printing Press, Peshawar, Pakistan)
  5. Chitral Tour Guide Book (by Rahmat Karim Baig, 2004)
  6. Walsh, Anthony. (19 October 2022) Alpinism’s Highest Honors Announced: The 2022 Piolets d’Or Recipients. ციტირების თარიღი: 1 January 2023.