სან-ფერნანდო-დე-აპურე

(გადამისამართდა გვერდიდან სან-ფერნანდოს მუნიციპალიტეტი (აპურა))

სან-ფერნანდო-დე-აპურე (ესპ. San Fernando de Apure) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ვენესუელის დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში, მდინარე აპურეს ნაპირებზე. აპურეს შტატის დედაქალაქი. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175 056 კაცს. გაშენებულია დაბლობზე, ზღვის დონიდან 47 მ სიმაღლეზე. ბუნებრივი ამაღლებები არ გვხვდება, რის გამოც ჰორიზონტის ხილვადობა 10 კმ-მდეა. ჰაერის ტემპერატურა იცვლება 22°C-იდან 30°C-მდე. მიუხედავად ცხელი კლიმატური პირობებისა, ჰავა აქ, გასაძლისია. ტენიანობა უტოლდება 79%-ს და მეტსაც.

ქალაქი
სან-ფერნანდო-დე-აპურე
San Fernando de Apure
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი აპურე
კოორდინატები 7°54′00″ ჩ. გ. 67°28′00″ დ. გ. / 7.90000° ჩ. გ. 67.46667° დ. გ. / 7.90000; -67.46667
დაარსდა 28 თებერვალი, 1788
ფართობი 5982 კმ²
ცენტრის სიმაღლე 47
მოსახლეობა 175 056 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 47,01 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0247
საფოსტო ინდექსი 7001
ოფიციალური საიტი sanfernando-apure.gov.ve
სან-ფერნანდო-დე-აპურე — ვენესუელა
სან-ფერნანდო-დე-აპურე

დაარსდა მდინარე აპურეს ნაპირებზე 1788 წლის 28 თებერვალს, ფერნანდო გონსალესის მიერ. 1793 წლის 1 დეკემბერიდან აქვს ქალაქის სტატუსი. 1831 წელს ხუან კასტელანოს ხელმძღვანელობით შეიქმნა კერძო სკოლა. 1844 წელს სკოლას დაემატა კლასები, ხოლო 1875 წელს გაიხსნა ფედერალური საშუალო სკოლა. XIX საუკუნის ბოლოს გაიხსნა ლეონ XIII ფედერალური სკოლა.

ქალაქის ფარგლებში მდინარე აპურეზე გაშენებულია ხიდი, რომლის მშენებლობა დაიწყო 1959 წელს, პრეზიდენტ რომულო ბეტანკურის განკარგულებით. 1961 წლის 1 თებერვალს ხიდი გახსნილად გამოაცხადეს.

სან-ფერნანდო-დე-აპურე შტატის მთავარი საფინანსო ადგილია. განვითარებულია სოფლის მეურნეობა, სადაც გაშენებულია მრავალი რანჩო. ამრავლებენ მსხვილრქოსან საქონელსა და ღორს. აწარმოებენ ხორცს, რძეს, ყველს. სოფლის მეურნეობაში ჭარბობს ლობიო, ბამბა, ბანანი, სიმინდი და მანიოკი. ასევე განვითარებულია თევზჭერა, რომელიც ტრადიციული მოღვაწეობის სფეროა.[1]

მიუხედავად ეკონომიკის პოტენციალისა, იგი ვენესუელის შტატების დედაქალაქებს შორის ითვლება ერთ-ერთ უღარიბესად. 2001 წლის აღწერით სან-ფერნანდო-დე-აპურეს მოსახლეობის 44,49% იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-10-21.