სან-ლუისი (სანტიაგო-დე-კუბა)

სან-ლუისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციულ დედაქალაქ სანტიაგო-დე-კუბიდან 19 კმ-ით ჩრდილოეთით.

მუნიციპალიტეტი
სან-ლუისი
San Luis
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია სანტიაგო-დე-კუბა
კოორდინატები 20°11′17″ ჩ. გ. 75°50′55″ დ. გ. / 20.18806° ჩ. გ. 75.84861° დ. გ. / 20.18806; -75.84861
დაარსდა 1827 წ
ფართობი 498 კმ²
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 88 496 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 177,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-226
სან-ლუისი (სანტიაგო-დე-კუბა) — კუბა
სან-ლუისი (სანტიაგო-დე-კუბა)

ქალაქი 1827 წელს დაარსდა რანჩოების ადგილას. რკინიგზის გაყვანამ ძალზედ დააჩქარა სან-ლუისის განვითარების ტემპი და 1898 წელს მას მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 88 496 ადამიანს შეადგენდა.[1] 498 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 177,7 ადამიანი კმ²-ზე.[2]

ეკონომიკა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს რკინიგზა. მისდევენ სოფლის მეურნეობას, მოყავთ შაქრის ლერწამი, ყავა, ხილი. ასევე განვითარებულია მოპოვებითი სექტორი და მრეწველობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.