სან-იგნასიო (პარაგვაი)

სან-იგნასიო (ესპ. San Ignacio), აგრეთვე ცნობილი როგორც სან-იგნასიო-გუასუ — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, მისიონესის დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 225 კმ-ის დაშორებით.

ქალაქი
სან-იგნასიო
San Ignacio

კათოლიკური უნივერსიტეტის კორპუსი
დროშა გერბი

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი მისიონესი
კოორდინატები 26°53′12″ ს. გ. 57°01′42″ დ. გ. / 26.88667° ს. გ. 57.02833° დ. გ. / -26.88667; -57.02833
დაარსდა 1609
ფართობი 2 020 კმ²
ცენტრის სიმაღლე 124
მოსახლეობა 24 468 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 12 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 782
საფოსტო ინდექსი 4750
ოფიციალური საიტი http://www.sanignacioguazu.gov.py
სან-იგნასიო (პარაგვაი) — პარაგვაი
სან-იგნასიო (პარაგვაი)

ქალაქი 1609 წლის 29 დეკემბერს იეზუიტმა მღვდელმა დააარსა, როდესაც მათ აქ საკურთხეველი ააშენეს პირველი წირვის ჩასატარებლად.

იეზუიტთა მისია აქ ოფიციალურად 1610 წელს დაარსდა სახელით „სან-იგნასიო-გუასუ“. თავდაპირველი მაცხოვრებლები ადგილობრივები იყვნენ, რომლებმაც ევროპელი ხელოსნებისგან მრავალნაირი ხელობა ისწავლეს.

ეკონომიკა

რედაქტირება

სან-იგნასიო კომერციის, მესაქონლეობისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ცენტრია, რაც ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ იგი სტრატეგიულ ადგილას, დეპარტამენტის ცენტრში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზის გასწვრივ მდებარეობს. მისი მოსახლეობა ყველაზე დინამიკური და ეკონომიკურად აქტიურია მთელს დეპარტამენტში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება