სან-ანტონიოს მისიების ეროვნული ისტორიული პარკი

სან-ანტონიოს მისიების ეროვნული ისტორიული პარკი — ეროვნული ისტორიული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი, რომელიც ემსახურება სან-ანტონიოში (ტეხასი, აშშ) არსებული ხუთი ესპანური სასაზღვრო მისიიდან ოთხის დაცვას. თითოეული მათგანი დაარსდა კათოლიკური რელიგიური ორდერების მიერ, ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით. აღნიშნული მისიები კოლონიზაციის სისტემის ნაწილად ჩამოყალიბდნენ, რომელიც XVII, XVIII და XIX საუკუნეებში ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო გადაჭიმული.

სან-ანტონიოს მისიების ეროვნული ისტორიული პარკი

San Antonio Missions National Historical Park

კონსეპსიონის მისია
მდებარეობა სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
ქვეყანა აშშ
უახლოესი ქალაქი სან-ანტონიო
კოორდინატები 29°21′42″ ჩ. გ. 98°28′49″ დ. გ. / 29.36167° ჩ. გ. 98.48028° დ. გ. / 29.36167; -98.48028
ფართობი 384 ჰა
დაარსდა 1 აპრილი, 1983
სტუმრობა 614,810 (2012)
მმართველი ორგანო აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახური
ოფიციალური საიტი San Antonio Missions National Historical Park
სან-ანტონიოს მისიების ეროვნული ისტორიული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა აშშ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2015  (39-ე სესია)
ნომერი 1466
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1466
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფიული თანმიმდევრობით, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მისიები შემდეგი თანმიმდევრობით მდებარეობს: კონსეპსიონის, სან- ხოსეს, სან-ხუანის, ესპადას მისიები. ესპადას აკვედუკი, რომელიც აგრეთვე პარკის ტერიტორიის ნაწილია, მდინარე სან-ანტონიოს გაღმა მხარეს, სან-ხუანის მისიის აღმოსავლეთით მდებარეობს.

სან-ანტონიოში მდებარე მეხუთე, ყველაზე ცნობილი ალამოს მისია არ ეკუთვნის პარკს. იგი კონსეპსიონის მისიის საპირისპირო მიმართულებით, სან-ანტონიოს ცენტრში მდებარეობს და ტეხასის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

2015 წლის 5 ივლისს, სან-ანტონიოს მისიების ეროვნულ ისტორიულ პარკს, ალამოს მისიასთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].

ადმინისტრაციული ისტორია რედაქტირება

პარკი დაარსდა 1975 წელს, როგორც მისიების ბულვარი, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში, რომელიც მოიცავდა 84 ერთმანეთისგან განცალკევებულ ისტორიულ ძეგლს მდინარე სან-ანტონიოს გაღმა მხარეს, სან-ანტონიოს სამხრეთ ნაწილში[2]. აღნიშნულ სიაში, სან-ანტონიოს ეროვნული ისტორიული პარკი უფლებამოსილი გახდა 1978 წლის 10 ნოემბერს, ხოლო ოფიციალურად დაარსდა 1983 წლის 1 აპრილს, მრავალი კულტურული ძეგლისა და რამდენიმე ბუნებრივი ტერიტორიის შემადგენლობით. ოთხი მისიის ნაწილი სან-ანტონიოს საარქიეპისკოპოსო ეპარქიას ეკუთვნის და თითოეული მათგანი მოქმედია.

1905 წელს, ალამოს მისიაზე მეურვეობა DRT-ს („Daughters of the Republic of Texas“) დაეკისრა[3]. 2010 წელს, ტეხასის გენერალური პროკურორის ოფისმა მიიღო საჩივარი, რომ DRT არასწორად ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ ძეგლს, არამედ, მისი მართვისთვის გამოყოფილ ფონდს, რის შემდეგაც, დაიწყო გამოძიება[4].

ორი წლის შემდეგ, ტეხასის გენერალურმა პროკურორის ოფისმა გამოიტანა დასკვნა, რომ DRT არასწორად ხელმძღვანელობდა ალამოს და მოიყვანა ორგანიზაციის სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევის რამდენიმე მაგალითი, მათ შორის, სახელმწიფო ფონდების არასწორი მართვა და ალამოს დაცვაში არასათანადო სამუშაოების განხორციელება[5] .

2011 წელს, აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობისას, მაშინდელი გუბერნატურის, რიკ პერის ხელმოწერით, მიღებულ იქნა სახელმწიფო კანონი, რომლის მიხედვითაც, ალამოს მისიაზე მეურვეობა DRT-დან GLO-ს („Texas General Land Office“) გადაეცა[6]. მეურვეობის გადაცემა ოფიციალურად ძალაში შევიდა 2015 წელს.

2015 წელს, მისიებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[7] .

კონსეპსიონის მისია რედაქტირება

 
კონსეპსიონის მისია

ნუესტრა სენიორა დე ლა პურისიმა კონსეპსიონ დე აკუნას მისია დაარსდა 1716 წელს, ფრანსისკიანელი ბერების მიერ, სამხრეთ ტეხასში. 1731 წელს, აღნიშნული მისია სან-ანტონიოში გადაიტანეს. 1970 წელს, მას ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2002 წელს, არქიეპისკოპოსმა პატრიკ ფლორესმა, მღვდელი ჯიმ რუთკოვსკი კონსეპსიონის მისიის საარქიეპისკოსო ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნა. მოგვიანებით, მღვდელ რუთკოვსკის ბრალი დაედო პასტორალური მოვალეობების არასწორად შესრულებაში. 2009-2010 წლებში, მისიის შიდა ნაწილის აღსადგენად, „Las Misiones Foundation“-ი გახდა მოქმედი, აგრესიული შინაარსის მქონე კამპანია. მისიის ინტერიერის რესტავრაცია დასრულდა 2010 წლის მარტში, ექვს თვიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ.

სან-ხოსეს მისია რედაქტირება

 
სან-ხოსე ი სან-მიგელ დე აგუაიოს მისია

სან-ხოსე ი სან-მიგელ დე აგუაიოს მისია დაარსდა 1720 წელს. 1941 წელს, მას ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 1966 წლის 15 ოქტომბერს, ისტორიული ძეგლი ეროვნული რეესტრის სიაში შევიდა. ტაძარი, რომელიც კვლავ მოქმედია, 1768 წელს აშენდა. სან-ხოსეს მისია დააარსა მღვდელმა ფრან ფელანმა. აგებულია კირქვით.

პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სან-ხოსეს მისიის მიმდებარედ.

სან-ხუან-კაპისტრანოს მისია რედაქტირება

 
სან-ხუან-კაპისტრანოს მისია

სან-ხუან-კაპისტრანოს მისია დაარსდა 1716 წელს, აღმოსავლეთ ტეხასში, როგორც, სან-ხოსე და ლოს ნასონისის მისია. 1731 წელს, მას სახელი გადაარქვეს და სან-ანტონიოში გადაიტანეს. 1972 წლის 23 თებერვალს, იგი ეროვნული რეესტრის სიაში შევიდა.

ესპადას მისია რედაქტირება

 
ესპადას მისია

სან-ფრანსისკო დე ლა ესპადას მისია დაარსდა 1690 წელს[8], როგორც, სან-ფრანსისკო დე ლოს ტეხასის მისია. 1721 წელს, მას სახელი გადაერქვა და სან-ფრანსისკო დე ლოს ნეჩესის მისია ეწოდა. 1731 წელს, იგი სან-ანტონიოში გადაიტანეს და სან-ფრანსისკო დე ლა ესპადას მისია უწოდეს. 1972 წლის 23 თებერვალს, იგი ისტორიული ადგილების ეროვნული რეესტრის სიაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Associated Press. World heritage status for The Alamo, Japan industrial sites დაარქივებული 2015-07-08 საიტზე Wayback Machine. , Conroe Courier, July 5, 2015.
  2. Texas Historical Commission[მკვდარი ბმული]
  3. Zavala, Elizabeth (10 July 2015). „Daughters of the Republic of Texas conclude custodianship of the Alamo“. San Antonio Express-News. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  4. Fernandez, Manny (30 November 2012). „In Texas, Another Skirmish Brews at the Alamo“. New York Times. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  5. Perez, Nicole (21 November 2012). „Texas Attorney General's Office alleges DRT mismanaged The Alamo“. Graham Media Group. KSAT News. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  6. Rumpg, Sarah (13 March 2015). „Texas Assumes Control of Alamo; Daughters of the Republic of Texas 'Will Always be Honored'. Breitbart. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  7. Sites in Norway, Germany, Israel, UK and USA inscribed on UNESCO’s World Heritage List. ციტირების თარიღი: 2015-07-05.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2016-06-15.