სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Смоленской иконы Божией Матери) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. ეკლესია აგებულია 1786-1790 წლებში, კლასიციზმის სტილში. გადმოცემის თანახმად ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობდა ქსენია პეტერბურგელი.

სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′46″ ჩ. გ. 30°15′03″ ა. გ. / 59.94611° ჩ. გ. 30.25083° ა. გ. / 59.94611; 30.25083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810158100
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსი ივანოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სამხრეთის ეგვტერი ქსენია პეტერბურგელის, ხოლო ჩრდილოეთისა - ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - დიაკვანი ვიქტორ მოსკოველი[1][2].

საეკლესიო სასაფლაოების დაარსებიდან პირველ წლებში ეკლესია მათ ტერიტორიაზე არ არსებობდა. გარდაცვლილებს კრძალავდნენ სამრევლო ან კარის ეკლესიებში. მაგრამ მოგვიანებით სასულიერო ხელმძღვანელობამ დაინახა ეკლესიის არსებობის აუცილებლობა სასაფლაოზე, თუმცა თანხები არ არსებობდა, ამიტომ იმპერატორმა ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანება, რომლის თაახმადაც ეკლესია უნდა აეშენებინათ გუბერნიის ფინანსებით.

ხის ეკლესია

რედაქტირება

1758 წელს სმოლენსკის სასაფლაოზე ააგეს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია. იგი მდებარეობდა სასაფლაოს ცენტრში, იმ ადგილზე სადაც მოგვიანებით ააგეს სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოს სამების ეკლესია (დაანგრიეს 1932 წელს). ამჟამად მის ადგილზე მდებარეობს სამლოცველო.

ეკლესია შენდებოდა ორის წლის განმავლობაში და აკურთხეს 1760 წლის 30 სექტემბერს. 1768 წლისათვის ტაძარი უკვე რემონტს საჭიროებდა, რის შესახებაც ეკლესიის სასულიერო შტატმა შეატყობინა სასულიერო კონსისტორიას.

1772 წელს ეკლესია გაარემონტეს და მასში ააშენეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეგვტერი, რომელიც აკურთხეს 1772 წლის 17 ნოემბერს. 1777 წელს პეტერბურგში წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც დაზარალდა ეკლესიის შენობა, თავშესაფარიც და სასაფლაოც. ამ ეტაპზე ეკონომიის კანტორამ უარი თქვა ტაძრის გარემონტებაზე.

1779 წელს ეკონომიის კანტორის კოლეგიის ბრძანების თანახმად სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას გადასცეს რამდენიმე საეკლესიო წიგნი და ავეჯი, რომელიც ეკუთვნოდა ადრე გაუქმებულ იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიას და რომელიც აქამდე ინახებოდა სამფსონიევის ტაძარში.

1824 წელს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ეკლესია ისე დაზარალდა, რომ მასში ღვთისმსახურების წარმართვა უკვე შეუძლებელი იყო და მისი კანკელი გადაიტანეს იმერეთის დედოფლის მარიამის კარის ეკლესიაში[3][4].

1829 წელს დანგრეული ეკლესიის ადგილზე 1831 წელს ააშენეს ქვის ეკლესია სამების სახელზე.

ქვის ეკლესია

რედაქტირება

1786-1790 წლებში მამა გიორგი პეტროვის ხელმძღვანელობითა და არქიტექტორ ალექსი ივანოვის პროექტის მიხედვით ააგეს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ქვის ეკლესია, ადრეული რუსული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

1790 წლის 26 სექტემბერს აკურთხეს ტაძრის ეგვტერი იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ეგვტერში გადაიტანეს 1772 წელს გაუქებული იოანე ღვთისმეტყველის ხის ეკლესიის კანკელი, რომელიც აგებული იყო პეტრე I დიდის დაკვეთით ჰოსპიტალის სასაფლაოზე.

1790 წლის 1 (14) ოქტომბერს ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე მთავარი ეგვტერი აკურთხეს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

1808 წელს ეკლესიას მიაშენეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეგვტერები. ასევე დააშენეს სამრეკლო. სამუშაოები დასრულდა 1833 წელს. 1917 წლისათვის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას ჰქონდა ხუთი ეგვტერი: მთავარი ნაკურთხი იყო სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე; მარჯვენა - ბასილი აღმსარებლის სახელზე; მარცხენა იოანე ნათლისმცემლის, მთავარდიაკონ სტეფანესა და მოწამე ევლამპის სახელზე. აკურთხეს 1790 წელს. სამხრეთის მხარეს ცალკე ეგვტერი ელია წინასწარმეტყველის სახელზე აკურთხეს 1833 წლის 24 ივნისს; ჩრდილოეთის ეგვტერი იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხეს 1892 წლის 10 ოქტომბერს.

1920-იანი წლების დასაწყისიდან ეკლესია ობნოვლენცების ხელშია. 1938 წელს მასში გადაიტანეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატი ყაზანის ტაძრიდან. 1940 წელს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია დახურეს, ყაზანის ღვთისმშობლის ხატი გააგზავნეს სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარში, სადაც იგი იმყოფებოდა 60 წელი და 2001 წელს დაუბრუნდა ყაზანის ტაძარს. ტაძრის შიდა აღჭურვლობა განადგურდა.

1947 წელს ეკლესია დაუბრუნდა მრევლს. ცენტრალურ საკურთხეველში დააყენეს კანკელი, რომელიც გადაიტანეს 1938 წელს დახურული სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიიდან.

1989 წლის 16 თებერვალს ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ალექსი რიდიგერმა აკურთხა მცირე ეგვტერი ქსენია პეტერბურგელის სახელზე.

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია აგებულია ადრეული რუსული კლასიციზმის სტილში. ეს დაგეგმარებაში სწორკუთხა ნაგებობაა, შეღებილია ცისფერად. დასავლეთი მხრიდან მიბმულია სატრაპეზო, შესასვლელის თავზე დაშენებულია ორიარუსიანი სამრეკლო, რომელიც მთავრდება ჯვრით. მეორე სართულის კედლები შემკულია კორინთული პილასტრებით. ყველა იარუსი მთავრდება სამკუთხა ფრონტონით. ტაძარას ამშვენებს ნაცრისფერი გუმბათი თაღოვანი ფანჯრებით.

ეკლესიაში, ვლადიმირ საიტოვის წიგნის „პეტერბურგის აკლდამის“ თანახმად, მოქმედებდა აკლდამა[5]. იატაკის ქვემოთ გამოიყო დასაკრძალი ადგილი. ეკლესიის ჩრდილოეთის კედელზე არის დაფა სმოლენსკის ეკლესიის მაშენებლობის სამახსოვროდ. ტაძარში დაკრძალულია ტაძრის მშენებელი წინამძღვარი გიორგი პეტროვი და საკათედრო წინამძღვარი სტაქი კოლოსოვი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Иван Пушкарёв. Путеводитель по Санкт-Петербургу и окрестностям его. — СПб.: В типографии деп-та внешней торговли, 1843. — 468 (и Приложений 34) с.
  • Опатович С. И. Смоленское кладбище в Петербурге. Исторический очерк // Русская старина : журнал. — СПб.: Типогр. В. С. Балашева, Больш. Садов., № 49-2, 1873. — Т. VIII (август). — С. 168—200.
  • Опатович С. И. Церковь во имя Смоленской Иконы Божией Матери на кладбище. — Историко-Статистические сведения о С.-Петербургской епархии. — СПб.: С.-Петербургский епархиальный ист.-статистич. комитет, типогр. деп-та уделов, 1875. — Т. IV, второй отдел, ч.II. — С. 76—151.
  • Смоленско-кладбищенская церковь. Смоленское кладбище / Лавры, монастыри и храмы на Святой Руси. Санкт- Петербургская епархия, вып. IV, СПб, 1908, с. 174
  • Лесюис А. Р. Церковь во имя Смоленской иконы Божией Матери, СПб, изд. «Нью-Кросс», б. г., 28 с. ISBN 5-88116-040-2
  • И. В. Попов. Церковь Божией Матери Одигитрии Смоленской на Смоленском кладбище // (в формате PDF). — Дата обращения: 28.10.2017. (Санкт-Петербургские епархиальные ведомости, вып. 5, 26.12.1991.)
  • А.П.Павлов. Храмы Санкт-Петербурга (художеств.-историч. очерк). — Научно-художеств. издание. — СПб.: Лениздат, 1995. — С. 89—90. — 336 с. — 15,000 экз. — ISBN 5-289-01769-0.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Протоиерей Виктор Александрович Московский. © ИА "ВОДА ЖИВАЯ". Проект "Глобус епархии", 2011-2016. ციტირების თარიღი: 2016-11-22.
  2. Перевод протоиерея Виктора Московского. Санкт-Петербургская Епархия Русской Православной Церкви (Московский Патриархат). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-22. ციტირების თარიღი: 2016-11-22.
  3. Святыни Петербурга: Упраздненные церкви/Православные: А. В. Кобак, В. В. Антонов, Упраздненная церковь в доме имеретинской царицы Марии. Комитет по культуре СПб, ин-т Петра Великого. ციტირების თარიღი: 2018-04-04.[მკვდარი ბმული]
  4. Святыни Петербурга: Церкви на кладбищах: А. В. Кобак, В. В. Антонов, Церковь ПРЕСВЯТОЙ ТРОИЦЫ на Смоленском кладбище. Комитет по культуре СПб, ин-т Петра Великого. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2018-04-04.
  5. "Список погребённых под церковью в честь Смоленской иконы Божией Матери на Смоленском православном кладбище в Санкт-Петербурге". Copyright MyCorp © 2016, Razhivin. ციტირების თარიღი: 2016-11-21.