სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. ეკლესია აგებულია 1776-1778 წლებში, ფსევდოგოთიკის სტილში.
სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°58′51″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. / 59.98083° ჩ. გ. 30.30028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | იური ფელტენი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ფსევდოგოთიკა |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - დიაკვანი ვადიმ ბურენინი.
ისტორია
რედაქტირებაეკლესია აგებულია 1776-1778 წლებში ბალტიის ფლოტის მეზღვაურთა ინვალიდების სახლთან, მისი არქიტექტორი იყო იური ფელტენი. შემდეგ ეკლესია გადაეცა მალტის ორდენს, როდესაც იმპერატორი პავლე I გახდა მათი ხელმძღვანელი. 1799 წელს ეკლესიასთან დააარსეს მალტის ორდენის კავალერების სასაფლაო. იმპერატორის ტახტზე ალექსანდრე I-ის ასვლის შემდეგ სასაფლაო დახურეს, საფლავები გადაიტანეს სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. კამენოოსტროვსკის სასახლის აშენების შემდეგ ეკლესია მას გადასცეს.
1834-1836 წლებში ალექსანდრე პუშკინმა კამენის კუნძულზე შეიძინა აგარაკი. იოანეს სახელობის ეკლესიაში მოინათლა მისი სამი შვილი. 20 ივლისს ერთი წლის ასაკში მოინათლა საშა[1], ხოლო 1835 წელს უმცროსი შვილი გრიშა. ბავშვებს ნათლიები იყვნენ ვასილი ჟუკოვსკი და ეკატერინა ზაგრიაჟსკაია[2]. 1836 წლის 27 ივნისს შედგა პატარა გოგოს ტაშას საიდუმლო ნათლობა. მისი ნათლიები იყვნენ ეკატერინა ზაგრიაჟსკაია და პოეტის მეგობარი, კომპოზიტორი მიხეილ ვიელგორსკი[3].
საბჭოთა პეროდში ეკლესია გაძარცვეს და დახურეს 1931 წლის 13 დეკემბერს. საეკლესიო სიმდიდრე დაიტაცეს, ხოლო ხანძრის შედეგად განადგურდა კედლის მხატვრობა. ძეგლთა დაცვის ინსპქეციის თანამშრომლის არქიტექტორ იური სტრავინსკის დამსახურებით 1935 წელს ეკლესია სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანეს[4]. 1938 წელს აქ განათავსეს მოქანდაკე იგორ კრესტოვსკის სახელოსნო, ხოლო 1948 წელს შენობაში განათავსეს სამხედრო სანატორიუმის სპორტული დარბაზი.
ეკლესიის შენობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1989 წელს. 1990 წლის 14 ნოემბერს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сайт храма
- Расписание богослужений на сайте храма დაარქივებული 2017-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Страница храма Рождества Иоанна Предтечи на Каменном острове на сайте «Глобус митрополии»
- Иоанновская церковь в Народном каталоге православной архитектуры
- Группа вконтакте
- Группа в "Фейсбук" https://www.facebook.com/groups/381719728896805/
- Яндекс-панорама
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 36.
- ↑ В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 74.
- ↑ В. М. Русаков. Рассказы о потомках А. С. Пушкина. — Лениздат, 1992. — С. 91.
- ↑ Витязева В. А. Каменный остров: историко-архитектурный очерк, XVIII-XXI вв. — М.—СПб: Центрполиграф, 2007