სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია

სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია (რუს. Пантелеимоновская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პესტელის ქუჩისა და სოლიანის შესახვევის გადაკვეთაზე. აგებულია XVIII საუკუნეში.

სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′32″ ჩ. გ. 30°20′27″ ა. გ. / 59.94222° ჩ. გ. 30.34083° ა. გ. / 59.94222; 30.34083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810659000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე ვისტი
ხუროთმოძღვრული სტილი პეტრესეული ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

ეკლესიისაგან სახელი მიიღო მის სიახლოვეს მდებარე პანტელეიმონის ხიდმა.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

1718 წელს გემთმშენებელი ქარხნის მუშებისათვის მდინარე ფონტანკის შესართავთან საზაფხულო ბაღის პირდაპირ პეტრე I-მა ააგებინა წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო. წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს 1714 წელს, ძველი სტილით 27 ივლისს რუსულმა ფლოტმა გამარჯვება მოიპოვა შვედეთის ფლოტზე განგუტთან და 1720 წელს კუნძულ გრენგამთან.

1735-1739 წლებში ააგეს ახალი, ქვის ეკლესია, რომელიც შემკული იყო ტოსკანური პილასტებით. პროექტის ავტორი იყო ივან კორბოვი. ახალ ეკლესიას ჰქონდა სამრეკლო და ერთი ხის გუმბათი.

ახალი ეკლესია აკურთხა ვოლოგდის ეპისკოპოსმა ამბროსიმ ტაძრის დღესასწაულზე 1739 წლის 7 აგვისტოს. ეკლესია იყო ცივი და 1764 წელს მიაშენეს თბილი ეგვტერი დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე, სადაც 1783 წელს გადაიტანეს სატრაპეზო.

1765 წელს ეკლესია საადმირალო-კოლეგიიდან გადავიდა ეპარქიის შემადგენლობაში. 1833-1834 წლებში ეკლესიის პირდაპირ ცხოვრობდა ალექსანდრე პუშკინი, რომელიც ზოგჯერ მსახურებას ესწრებოდა[1][2].

1834-1835 წლებში ეკლესია გადააკეთეს ამპირის სტილში არქიტექტორ ბიკენტი ბერეტის პროექტის მიხედვით, ხოლო 1840-იან წლებში ტაძრის ფასადი შეამკეს ბარელიეფებით, რომელიც მოქანდაკე ალექსანდრე ლოგანოვსკის ნამუშევრები იყო. ეკლესია არაერთხელ გააფართოვეს.

ტაძარში დაცულია განსაკუთრებულად სასწაულმოქმედი წმინდა პანტელეიმონის ხატი, რომელიც XVIII საუკუნეს განეკუთვნება. 1906 წლიდან ეკლესიასთან მოქმედებს სანქტ-პეტერბურგში პირველი საეკლესიო-სამრევლო საბჭო.

1912 წელს წარიმართა ტაძრის რესტავრაცია. 1914 წელს რუსეთის საიმპერატორო სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ინიციატივით ტაძრის ფასადზე მიამაგრეს მარმარილოს მემორიალური დაფა განგუტისა და გრენგამის ბრძოლების სამახსოვროდ.

1922 წლიდან დახურვამდე ეკლესია ეკუთვნოდა ობნოვლენცების მოძრაობას. 1936 წლის 9 მაისს ეკლესია დახურეს.

1991 წელს ეკელსია დაუბრუნდა ეპარქიას. 1994 წელს კურთხევის შემდეგ აღესრულა ღვთისმსახურება. 2002-2003 წლებში მიმდინარეობდა ფასადისა და გუმბათის სარესტავრაციო სამუშაოები. 2007 წელს დაიწყო ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Доходный дом А. К. Оливио (ул. Пестеля, 5). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-04. ციტირების თარიღი: 2018-11-29.
  2. Видеосюжет и статья на канале «Союз». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-11-29.