პანტელეიმონის ხიდი
პანტელეიმონის ხიდი (რუს. Пантелеймоновский мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს საზაფხულო ბაღისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 43 მეტრი, სიგანე - 23,4 მ.
პანტელეიმონის ხიდი Пантелеймоновский мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′32″N 30°20′19″E / 59.942222° ჩ. გ. 30.338611° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 43 მ |
სიგანე | 23,4 მ |
გახსნის თარიღი | 1824 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებაწარმოადგენს პესტელის ქუჩის გაგრძელებას. მდებარეობს ისტორიულ ადგილზე, იქ სადაც მიხაილოვის სასახლეა და ქმნის ანსამბლს საინჟინროს პირველ ხიდთან ერთად.
დინების ზემოთ მდებარეობს სამრეცხაო ხიდი, ხოლო ქვემოთ — ბელინსკის ხიდი.
უახლოესი რკინიგზის სადგურია (1,1 კმ.) — „გოსტინი-დვორი“.
სახელწოდება
რედაქტირებახის ხიდ-აკვედუკს, რომელიც აქ მდებარეობდა არ ჰქონდა სახელი. გადაკეთების შემდეგ უწოდეს პანტელეიმონის ხიდი, ახლოს მდებარე პანტელეიმონის ეკლესიის მიხედვით. 1923 წელს ხიდსაც და მიმდებარე ქუჩასაც უწოდეს დეკაბრისტ პავლე პესტელის სახელი, რომელიც ხიდთა ახლოს ცხოვრობდა. 1991 წლის 4 ოქტომბერს დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.
ისტორია
რედაქტირება1725-1726 წლებში ხელოსანმა ჰარმან ვან ბოლესმა ააგო ხის ხიდი-აკვედუკი რათა მოემარაგებინა ზფხულის ბაღის შადრევნები ლიგოვის არხიდან.
1748-1749 წლებში იგი შეცვალეს ახლით, რომელიც ააგეს ბაროკოს სტილში არქიტექტორ ფრანჩესკო ბარტოლომეო რასტრელის პროექტის მიხედვით. 1777 წლის წყალდიდობის შემდეგ მოიშალა ზაფხულის ბაღის შადრევნების სისტემა და აკვედუკმაც დაკარგა მნიშვნელობა.
1823 წელს გადაწყვიტეს ჯაჭვის ხიდის აგება, სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერ-მაიორი ვასილ ხრისტიანოვიჩი. 1824 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა ახალი ხიდი, რომელიც ერთმალიანი იყო.
ამჟამინდელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა 1907-1908 წლებში ინჟნერ ა. ა. რეინეკოს ხელმძღვანელობით.
1957 წელს ლენხიდმშენის ინიციატივით წარიმართა ხიდის სარესტავრაციო სამუშაოები.
1994 წელს ხიდთან ახლოს დაამონტაჟეს ჩიჟიკ-პიჟიკის ძეგლი. 2001 წლის 28 მაისს დახურეს ხიდი და დაიწყეს მზადება კაპიტალური რემონტისთვის. ხიდის საზეიმო გახსნა კი გაიმართა 2002 წლის 24 მაისს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 197. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 92. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Пантелеймоновский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171113221514/http://encspb.ru/object/2804006374 დაარქივებული 2017-11-13 საიტზე Wayback Machine. Пантелеймоновский мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга