საინჟინროს პირველი ხიდი
საინჟინროს პირველი ხიდი (რუს. 1-й Инженерный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში, მდინარე მოიკაზე. აკავშირებს საზაფხულო ბაღისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 27,8 მეტრი, სიგანე - 9,5 მ.
საინჟინროს პირველი ხიდი 1-й Инженерный мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′30″N 30°20′16″E / 59.941667° ჩ. გ. 30.337778° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 27,8 მ |
სიგანე | 9,5 მ |
გახსნის თარიღი | 1762 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებაწარმოადგენს მდინარე ფონტანკის დასავლეთი სანაპიროს გაგრძელებას მიხაილოვის სასახლესა და საზაფხულო ბაღს შორის, მდინარე მოიკის შესართავთან. ქმნის ანსამბლს ფონტანკაზე მდებარე პანტელეიმონის ხიდთან ერთად. ხიდთან ახლოს მდებარეობს ჩიჟიკ-პიჟიკის ძეგლი.
დინების ქვემოთ მდებარეობს ბაღის პირველი ხიდი. უახლოსეი მეტროსადგურია „გოსტინი-დვორი“.
სახელწოდება
რედაქტირებაამ ადგილზე XVIII საუკუნის 60-იან წლებში მდებარეობდა ხის ხიდი, რომელსაც ზაფხულის ხიდი ერქვა (ზაფხულის ბაღის მიხედვით). არსებული სახელი კი მიიღო 1882 წელს[1] ახლოს მდებარე მიხაილოვის (საინჟინრო) სასახლის გამო.
ისტორია
რედაქტირებააღნიშნულ ადგილზე 1720-1750-იან წლებში არსებობდა საფეხმავლო ხიდი. ახალი ხის ხიდი ააგეს XVIII საუკუნის 60-იან წლებში.
1824-1825 წლებში მის ადგილზე ააგეს ახალი ხიდი ინჟინების პეტრე ბაზენისა და ე. კ. კლაპეირონის პროექტის მიხედვით. ხიდის მეტალის კონსტრუქცია დამზადებულია ჩარლზ ბერდის თუჯჩამომსხმელ ქარხანაში.
ხიდი 120 წელი ექსპლუატაციაში იყო და მხოლოდ 1946 წელს დახურეს საფეხმავლო ნაწილის დეფორმაციის გამო. 1952-1954 წლებში ხიდი გადააკეთეს. 1955 წელს აღადგინეს ფასადის დეკორები. ექვსკუთხა ფანარები დაამონტაჟეს არქიტექტორ ალექსანდრე როტაჩის პროექტის მიხედვით. 1994 წელს ხიდთან აღმართეს ჩიჟიკ-პიჟიკის ძეგლი. 2002 წელს კი მიმდინარეობდა მორიგი სარესტავრაციო სამუშაოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 186—189. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 94. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Архитектура отечественных мостов. — Л.: Стройиздат, 1982. — 152 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 1-й Инженерный мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20181208122723/http://encspb.ru/object/2804006628 დაარქივებული 2018-12-08 საიტზე Wayback Machine. Инженерные мосты] //Энциклопедия Санкт-Петербурга
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 49. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.