ბაღის პირველი ხიდი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 20 დეკემბერი 2018. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ბაღის პირველი ხიდი (რუს. 1-й Садовый мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს პირველ კუნძულსა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 33,8 მეტრი, სიგანე - 20,4 მ.

ბაღის პირველი ხიდი
1-й Садовый мост
კოორდინატები 59°56′28″N 30°20′07″E / 59.941072° ჩ. გ. 30.335358° ა. გ. / 59.941072; 30.335358
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო ხიდი
მასალა რკინა
სიგრძე 33,8 მ
სიგანე 20,4 მ
გახსნის თარიღი 1716 წლამდე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699004

მდებარეობა

რედაქტირება

აკავშირებს ბაღის ქუჩას გედების არხთან მდინარე მოიკის დასავლეთ სანაპიროსთან. ხიდი მდებარეობს ისტორიულ ადგილებთან ახლოს: მიხაილოვის ბაღი, ზაფხულის ბაღი, მარსის ველი და მიხაილოვის სასახლე. აყალიბებს ანსამბლს ქვემო გედების ხიდთან ერთად. დინების ზემოთ მდებარეობს საინჟინროს პირველი ხიდი, ქვემოთ ბაღის მეორე ხიდი.

სახელწოდება

რედაქტირება

XVIII საუკუნიდან ატარებს სახელწოდებას ცარიცინის მეორე ხიდი ცარიცინის ველის (ამჟამად მარსის ველის) გამო. XIX საუკუნის დასაწყისში მიიღო მიხაილოვის სახელი მიხაილოვის სასახლის გამო. 1923 წლის 6 ოქტომბერს მიიღო ამჟამინდელი სახელწოდება ახლომდებარე ბაღების გამო.

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე მონიშნულია 1716 წლის გეგმაზე. 70 წლის არსებობის[1] შემდეგ 1798-1801 წლებში ხიდი გადააკეთეს და გახდა ერთმალიანი, ხოლო 30 წლის შემდეგ 1835-1836 წლებში იგი შეცვალეს ერთმალიანი ქვის თაღოვანი ხიდით, რომლის ინჟინრები იყვნენ პეტრე ბაზენი, ანდრეი გოდმანი და ივან ბუტაცი.

1905 წელს ბაღის ქუჩის გასწვრივ დაგეგმილი ტრამვაის გამო, ხიდი შეისწავლეს ინჟინრების კომისიამ. კომისიამ ხიდის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. 1906-1907 წლებში ხიდი გადააკეთეს ინჟინერ ანდრეი პშენიცკის პროექტის მიხედვით. არქიტექტურულ გაფორმების პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ლევ ილინმა.

1910-1913 წლებში ხიდზე დაამონტაჟეს ახალი თუჯის მოაჯირები, რომლებიც ჩამოასხეს ქარხანა „Труд“-ში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ლენინგრადის ბლოკადის დროს განადგურებული ხიდი აღადგინეს 1951, 1967 და 1969 წლების რესტავრაციის პერიოდში. ხიდის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა ასევე 2002-2003 წლებში. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავა „მშენებლობაპროექტის“ ინსტიტუტმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Пунин А. Л. Архитектура отечественных мостов. — Л.: Стройиздат, 1982. — 152 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 186—189. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 231. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 110. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება