სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
ქალაქი სანტო-დომინგო
გახსნის თარიღი 30 იანვარი 2009 წ.
ხაზის სიგრძე 14.5 კმ.
სადგურთა რაოდენობა 16
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში 200 000
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

სანტო-დომინგოს მეტროპოლიტენიმეტროპოლიტენის სისტემა დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში. შედგება 1 ხაზისგან, სიგრძით 14,5 კმ. და 16 სადგურით. ხაზის ჩრდილო ნაწილი წარმოდგენილია ესტაკადებით, ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი კი - მიწისქვეშაა.

მშენებლობა მიმდინარეობდა 2005 წლიდან. პირველი საცდელი მატარებლები 2008 წლის 22 დეკემბერს გაუშვეს. მგზავრებისთვის კი ხაზი გაიხსნა - 2009 წლის 30 იანვარს.

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

გამოიყენება ფირმა ”Alstom”-ის 19 სამვაგონიანი მატარებელი,. (ისევე როგორც ბარსელონას მეტროპოლიტენში).

სამუშაო განრიგი

რედაქტირება

მეტრო მუშაობს 6:00-დან 23:00 საათამდე. მატარებლებს შორის 5 წუთიანი ინტერვალებია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება