ბარსელონის მეტროპოლიტენი
ბარსელონის მეტროპოლიტენი ესპ. Metro de Barcelona | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ქალაქი | ბარსელონა |
გახსნის თარიღი | 1924 წ. |
ხაზის სიგრძე | 166 კმ. (2022 წ.) |
სადგურთა რაოდენობა | 189 (2022 წ.) |
ხაზთა რაოდენობა | 12 |
მგზავრები დღეში | 1,13 მლნ. (2019 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 411,95 მლნ. (2019 წ.) |
ხაზების სქემა | |
ბარსელონის მეტროპოლიტენი (ესპ. და კატ. Metro de Barcelona) — მეტროპოლიტენი კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში და მის შემოგარენში, რომელიც წარმოადგენს საქალაქო საზოგადოებრივი ჩქაროსნული ტრანსპორტის სახეობას. ბარსელონის მეტრო ამუშავდა 1924 წელს.
2023 წლისთვის ბარსელონის მეტროს სისტემაში შედის 189 სადგური 12 ხაზზე, საერთო სიგრძით 166 კმ. მიმდინარეობს სამუშაოები კიდევ 2 ხაზის დასამატებლად.
ბარსელონის მეტროპოლიტენს ემსახურება 2 ოპერატორი: TMB (კატ. Transports Metropolitans de Barcelona) და სარკინიგზო კომპანია FGC (კატ. Ferrocarrils de la Generalitat de Catalunya კატალონიის სახელმწიფო სარკინიგზო გზები).
მგზავრობის ღირებულება €2,20. ვარდისფერი ბილეთი კომპოსტირებიდან 1 საათი და 15 წუთი მოქმედებს ქალაქის ყველა სახეობის ტრანსპორტზე.
ისტორია
რედაქტირებაბარსელონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა 1924 წ.-ის 30 დეკემბერს კომპანია Gran Metropolitano de Barcelona-ის მიერ და კატალონიის მოედანს აკავშირებდა ლესეპსის სადგურთან: ახლა ეს რეგიონი მიეკუთვნება მესამე კვანძს. მეორე ხაზი, აშენდა კონკურენტი კომპანიის Metropolitano Transversal-ის მიერ და გაიხსნა 1926 წლის 10 ივნისს 1929წლის მსოფლიო გამოფენისთვის და აკავშირებდა ორ სარკინიგზო კვანძს, RENFE-ს ექსპლუატატორებს. მომდევნო მეტროს გახსნა მხოლოდ 1946 წელსღა მოხერხდა. ახალ მშენებლობებს ხელი ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა შეუშალა.
1951 წელს ორივე ოპერატორი ქალაქს დაექვემდებარა. ასეთი გადაწყვეტილება ქსელის სწრაფი განვითარების მიზნით მიიღეს.
ხაზები
რედაქტირებადღეისათვის მეტროს სქემებზე ასევე აღნიშნულია ფუნიკულიორის ხაზიც, რომელიც ინტეგრირებულია მეტროპოლიტენთან, და 2 ტრამვაის სისტემა: Trambaix და Trambesòs.
ბარსელონის მეტროს ხაზებს არ გააჩნია სახელები. მათი განსხვავება ხდება ნომრებით. ხაზებს 1 - 5 და 11 ემსახურება TMB, 6 - 8 კატალონიის სარკინიგზო გზები.
ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
---|---|---|---|
ხაზი 1 | წითელი | 1926 | Hospital de Bellvitge - Fondo |
ხაზი 2 | მეწამული | 1995 | Paral·lel - Pep Ventura |
ხაზი 3 | მწვანე | 1924 | Zona Universitària - Trinitat Nova |
ხაზი 4 | ყვითელი | 1973 | Trinitat Nova - La Pau |
ხაზი 5 | ლურჯი | 1959 | Cornellà Centre - Horta |
ხაზი 11 | სალათისფერი | 2003 | Trinitat Nova - Can Cuiàs |
ხაზი 12 | ნაცრისფერი | 2016 | Sarrià - Reina Elisenda |
ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
---|---|---|---|
ხაზი 6 | ლურჯი | 1863 | Pl. Catalunya - Reina Elisenda |
ხაზი 7 | ყავისფერი | 1954 | Pl. Catalunya - Av. Tibidabo |
ხაზი 8 | ვარდისფერი | 1912 | Pl. Espanya - Molí Nou-Ciutat Cooperativa |
სხვა
რედაქტირებაფუნიკულიორის ტიპის რკინიგზა, რომელიც რუკებზე ხშირად მეტროს ნაწილად არის ხოლმე აღნიშნული.
ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
---|---|---|---|
Funicular de Montjuïc | მუქი მწვანე | 1929 | Paral·lel - Parc de Montjuïc |