სანდრო კავსაძე
ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (დ. 5 მაისი, 1944, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, მილიციის გენერალ-მაიორი, საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე (1976-1982), საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-1993), საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (1994), საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 2 ორდენით და 3 მედლით.
ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე | |
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აგვისტო, 1992 – 27 ოქტომბერი, 1997 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
მემკვიდრე | დავით სალარიძე |
დაბადებული | 5 მაისი, 1944 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
1976 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე: 1966-1970 წლებში თბილისის ვაკის რაიონის N70 სახლმმართველობის პედაგოგ-ორგანიზატორი, კომკავშირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ინსტრუქტორი. 1970-1976 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, გორის რაიკომის მდივანი, პირველი მდივანი, 1976-1990 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო არბიტრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის გორის გაერთიანებული პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი და სახალხო დეპუტატთა საბჭოების გაერთიანებული პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი . ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1993 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით, № 5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ხოლო 1992-1997 წლებში ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (1994). 2004 წლამდე მუშაობდა გაეროში. 2010 წლის 20 სექტემბერს მარტყოფის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა. სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სანდრო კავსაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო)
- ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- იღუმენი ილია, ერისკაცობაში სანდრო კავსაძე: „ცოდვები მოდის და მოდის. ვეღარ მოვათავე მონანიება“