სანგაჩალის ტერმინალი

სანგაჩალის ტერმინალი (აზერ. Səngəçal terminalı) — დიდი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც შედგება ნავთობის შეგროვების, გადამუშავების, შენახვისა და ექსპორტის პუნქტებისგან, ასევე აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობიდანაც. კომპლექსი მდებარეობს კასპიის ზღვის სანაპიროებზე, აზერბაიჯანში, სანგაჩალ - კარადაგის რაიონის დასახლებაში. ტერმინალის საერთო ფართობი დაახლოებით 600 ჰექტარია[1].

სანგაჩალის ტერმინალი

ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 1996 წელს. ექსპლოატაციაში შესული იქნა 1997 წელს. 1999 წელს ტერმინალი გაფართოვდა და აქ აშენდა ბენზინგასამართი სადგური. ტერმინალი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან.

ადრეული ნავთობის პროექტი (EOP - the Early Oil Project)

რედაქტირება

ტერმინალის ეს ნაწილი აშენდა და ექსპლუატაციაში შემოღებულ იქნა ნავთბობის გადამუშავებისთვის, შენახვისა და ექსპორტისთვის აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობისა და გაზის კომპლექსიდან. აქ მდებარეობს 4 რეზერვუარი ნედლი ნავთობის შენახვისათვის - რომელთაგან თითოეული 25 500 ბარელი ნავთობის შენახვის საშუალებას იძლევა. ტერმინალი ამუშავებს, ინახავს და ექსპორტირებას ახდენს 6 მილიონ ტონზე მეტ ნედლ ნავთობს წელიწადში.

სანგაჩალის ტერმინალის გაფართოების პროგრამა (STEP - the Sangachal Terminal Expansion Program)

რედაქტირება

ტერმინალის მეორე ნაწილი აშენდა გაფართოების პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს ნავთობის მიღებას, დამუშავებას, შენახვასა და ექსპორტს შაჰდენიზის სანავთობო საბადოდან, რომელიც აშენდა 1999 წელს. აქ მდებარეობს ნედლი ნავთობის შენახვის 3 რეზერვუარი. თითოეული მათგანი იტევს 880 000 ბარელ ნავთობს.

სანგაჩალის ტერმინალში მდებარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ორი მთავარი ნავთობსადენი: სათაო სატუმბო სადგური და საკონტროლო ოთახი. საკონტროლო ოთახი აკონტროლებს მთელ მილსადენს. აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია პრობლემების გამოვლენა, მილსადენის ცალკეული მონაკვეთების იზოლირება ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ქარხნის დახურვა[1].

პროექტი შაჰდენიზი 2

რედაქტირება

შაჰდენიზის ნავთობის საბადოს შემუშავების კონტრაქტს ხელი მოეწერა 1997 წელს. 2013 წლის 17 დეკემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეორე სტადიის შემუშავების დაწყების შესახებ. 2017 წლის ნოემბრისთვის განაცხადეს, რომ პროექტი დასრულებულია თითქმის 98 %-ით. მოცემული პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირის მიღება დაგეგმილია 2018 წლისთვის. პროექტის ღირებულება შეადგენს $23,9 მლრდ. დაგეგმილი წლიური მოცულობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, რომელიც მიმართული იქნება ევროპისა (10 მილიარდი) და თურქეთისკენ (6 მილიარდი). მიწოდება თურქეთში 2018 წლის ივნისში დაიწყება, ხოლო 2020 წელს ევროპაში[2].

პროექტი ითვალისწინებს 2 პლატფორმის, 26 ჭაბურღილის, 500 კილომეტრიანი წყალქვეშა მილსადენებისა და 4000 კილომეტრიანი მილსადენების მშენებლობას.

2018 წლის დასაწყისში აღინიშნა, რომ წლის დასაწყისში, სავარაუდოდ სექტემბერში, იგეგმება პირველი გაზის წარმოება და 2019 წელს იგეგმება 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოება, რომელიც მიეწოდება თურქეთს[3].

ტექნიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ტერმინალის გადამამუშავებელი სისტემების ყოველდღიური სიმძლავრე 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია და 29,5 მილიონ კუბური მეტრი გაზი. დღეისათვის გაზის დამუშავებისა და ექსპორტის საერთო მოცულობა დაახლოებით 49,3 მლნ კუბური მეტრია. გაზის ექსპორტი ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენითა (SCP) და SOCAR-ის მილსადენით, რომლებიც აერთიანებენ ტერმინალის მილსადენებს ეროვნული ქსელის სისტემით "აზერიგასით" და ნავთობი გადაეცემა მსოფლიო ბაზრებს საექსპორტო მილსადენით „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მეშვეობით[4].

სანგაჩალის ტერმინალი ასევე იღებს ნავთობს ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან.

ტერმინალისა და ყველა პროექტის ოპერატორი BP- აზერბაიჯანია (BP-Azerbaijan).

შემთხვევები

რედაქტირება
  • 2009 წლის 17 აპრილს 6 ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონი, რომლებიც სანგაჩალის ტერმინალიდან ბათუმის პორტში მიემართებოდნენ რელსებიდან გადმოვიდნენ. შედეგად ტვირთს არაფერი მოუვიდა და უმოკლეს დროში ვაგონების მოძრაობა განახლდა.
  • 2011 წელს მოხდა შემთხვევა ბაქო-ბათუმის რკინიგზაზე. ნავთობპროდუქტებით სავსე 5 ვაგონი გადმოვიდა რელსებიდან.
  • ანალოგიური სიტუაცია მოხდა 2012 წლის თებერვალში, როცა ბაქოდან 120 კმ-ის დაშორებით მდებარე ჰაჯიგაბულის ტერიტორიაზე ყაზახეთის ნავთობპროდუქტებით დატვირთული 6 ვაგონი, რომელიც მიემგზავრებოდა საქართველოში, გადავიდა რელსებიდან, რის შედეგადაც 3 ვაგონი გადაბრუნდა[5].
  • 2013 წლის იანვარში 40 ვაგონიდან 7 დატვირთული ნავთობპროდუქტებით, რომლებიც მიემართებოდნენ საქართველოში, რომლისგანაც 3 გადაბრუნდა. დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა მოხდა აზერბაიჯანში, ჰაჯიგაბულის რაიონში. მატარებელი მიემართებოდა სანგაჩაის ტერმინალიდან ბათუმის პორტში. მეორე დღეს დილით, გზა განახლდა[6].
  • 2016 წლის 27 დეკემბერს სანგაჩალის ტერმინალის ნავთობსადენზე ბაქო-ალიათის გზაზე აფეთქება მოხდა, რასაც მოჰყვა ცეცხლის გაჩენა. აბშერონის ნახევარკუნძულზე, იყო დროებითი გაზის მიწოდების პრობლემები[7].
  • 2017 წლის 2 იანვარს, ისევ სანგაჩალის ტერმინალის ნავთობსადენზე მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა[8]. 10 იანვარს, მესამე აფეთქება მოხდა, ამასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძრის შემდეგ ამ მილსადენებზე გაზმომარაგება დროებით შეწყდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია[9].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება