სამხედრო გეოგრაფია

სამხედრო გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის ქვედარგი, კომპლექსური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის შესაძლო საომარ მოქმედებათა თეატრების სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და ბუნებრივ პირობებს. წარმოიქმნა პირველი სოციალური საზოგადოების გაჩენასთან ერთად. სამხედრო გეოგრაფიის ქვედარგებია: ზოგადი საფუძვლები, სამხედრო ქვეყანათმცოდნეობა და საომარ მოქმედებათა თეატრების შესწავლა. ორი უკანასკნელი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ გეოგრაფიულ კონკრეტულ მასალას, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მონაცემებს. ჯარებს სამხედრო-გეოგრაფიულ ინფორმაციას აწვდიან სამხედრო-გეოგრაფიული აღწერების, მიმოხილვების, ცნობების, რუკების, ატლასებისა და სხვა სახით.

მიწაზე დაშვება. ეგვიპტე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 53.
  • დონდუა დ., სამხედრო გეოგრაფია. მისი არსი და თემატიკა, თბ., 1942.