სამუელ დოუ (ინგლ. Samuel Kanyon Doe; დ. 6 მაისი, 1951 — გ. 9 სექტემბერი, 1990) — ლიბერიის პრეზიდენტი 1980–1990 წლებში.

სამუელ დოუ
სამუელ დოუ
1987 წ.
ლიბერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 იანვარი, 1986 – 9 სექტემბერი, 1990
წინამორბედიუილიამ ტოლბერტი
მემკვიდრეამოს შავიერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი, 1980 – 6 იანვარი, 1986

დაბადებული6 მაისი 1951
ტიუზონი, ლიბერია
გარდაცვლილი9 სექტემბერი, 1990
მონროვია, ლიბერია

დაიბადა ლიბერიის ქალაქ ტიუზონში 1951 წელს. 18 წლის ასაკში შეუდგა სამხედრო სამსახურს. აშშ-ის სპეცძალებში წვრთნის გავლის შემდეგ, 1979 წელს მიენიჭა სერჟანტის წოდება.

1980 წლის 12 აპრილს დოუმ და მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს მონროვიაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეზე. მოკლეს პრეზიდენტი უილიამ ტოლბერტი და მთავრობის 30 წევრი. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით მიიღო გენერლის წოდება და დაიკავა მთავარსარდლის თანამდებობა. ჩამოაყალიბა ქვეყნის მართვის ახალი ორგანო, სახალხო ხსნის საბჭო და შეაჩერა ლიბერიის 133-წლიანი კონსტიტუციის მოქმედება. მისი მშობლიური კრანის ტომის წევრებმა დაიკავეს ხელისულების საკვანძო თანამდებობები.

მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 1985 წელს არჩევნები დანიშნა, სადაც მიიღო ხმების 51 % და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

1989 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. 1990 წლის ივლისში აჯანყებულთა ძალები მონროვიაში შევიდნენ. აჯანყებულთა ლიდერმა ჩარლზ ტეილორმა დოუს გადადგომა მოსთხოვა. მან უარი განაცხადა. სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-მა და ლიბერიის ეკლესიათა საბჭომ ითავეს. აფრიკულმა სახელმწიფოებმა ლიბერიაში სამშვიდობო ძალები გაგზავნეს. თუმცა ამაოდ. მორიგი შეტევისას დოუ შეიპყრეს და წამებით მოკლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნაიჯელ ქოთორნი, ისტორიის 100 ყველაზე სასტიკი დესპოტი და დიქტატორი, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება