სამკურნალო გვირილა

სამკურნალო გვირილა, ბაბუნა (Matricaria recutita), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფოთოლი ორმაგფრთისებრ განკვეთილია, ღერო დატოტვილი აქვს, ყვავილედი — კალათაა, შედგება 12—18 განაპირა ენაკისებრი თეთრი ყვავილისა და შუა მრავალრიცხოვანი მილისებრი ყვითელი ყვავილებისაგან.

სამკურნალო გვირილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Matricaria recutita

ნაყოფი — თესლურაა, საქართველოში იზრდება აჭარაში. გზის პირებზე. დიდ მოსავალს იძლევა ნაყოფიერ შავმიწა თიხნარ ნიადაგზე. სამკურნალო გვირილის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, აზულენს, გლიკოზიდს და სხვა. იყენებენ მედიცინაში.

მოსავალს (ყვავილედებს) იღებენ მცენარის მასობრივი ყვავილობისას, აშრობენ ფარდულში ან სპეციალურ საშრობებზე (არაუმეტეს 45° ტემპერატურისა).

ლიტერატურა

რედაქტირება