სამი ფაშა (ოსმ. اوچ پاشلار, თურქ. Üç Paşalar) ასევე ცნობილია როგორც ახალგაზრდა თურქების ტრიუმვირატიოსმალეთის იმპერიის მაღალჩინოსნების სამეული, რომელმაც 1913 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მალევე მოახდინა ქვეყნის მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება. ტრიუმვირატის შემადგენლობაში შედიოდა თალაათ-ფაშა (1874-1921 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1917-1918 წწ.) და შინაგან საქმეთა მინისტრი, ენვერ-ფაშა (1881-1922 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის ომის მინისტრი (1914-1918 წწ.) და ჯემალ-ფაშა (1872-1922 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრი (1914-1918 წწ.). მათ დიდი გავლენა მოახდინეს ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში ჩართვის საქმეში და იყვნენ სომხების, ასირიელების და პონტოელი ბერძნების გენოციდის მთავარი ორგანიზატორები.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ტრიბუნალმა ტრიუმვირატის სამივე წევრს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ენვერ-ფაშა დაიღუპა ბოლშევიკებთან ბრძოლის დროს შუა აზიაში, ხოლო თალაათ-ფაშა და ჯემალ-ფაშა მოკლეს ოპერაცია „ნემესისის“ დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Allen, W.E.D. and R. Muratoff. Caucasian Battlefields: A History Of The Wars On The Turco-Caucasian Border, 1828-1921. Cambridge: Cambridge University Press, 1953. 614 pp.
  • Bedrossyan, Mark D. The First Genocide of the 20th Century: The Perpetrators and the Victims. Flushing, NY: Voskedar Publishing, 1983. 479 pp.
  • Derogy, Jacques. Resistance and Revenge: "Fun Times" The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 Massacres and Deportations. New Brunswick, NJ: Transaction Publishers and Zoryan Institute, April 1990. 332 pp.
  • Düzel, Neşe (2005-05-23). "Ermeni mallarını kimler aldı?". Radikal. "Enver Paşa, Talat Paşa, Bahaittin Şakir gibi bir dizi insanın ailelerine maaş bağlanıyor... Bu maaşlar, Ermenilerden kalan mülkler, paralar ve fonlardan bağlanıyor."
  • Emin [Yalman], Ahmed. Turkey in the World War. New Haven, CT: Yale University Press, 1930. 310 pp.
  • Joseph, John. Muslim-Christian Relations and Inter-Christian Rivalries in the Middle East. Albany: State Univ. of New York Press, 1983. 240 pp.
  • Kayalı, Hasan. "Arabs and Young Turks: Ottomanism, Arabism, and Islamism in the Ottoman Empire, 1908-1918" 195 pp.